ტენდერი ავეჯის დამზადებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ავეჯის დამზადებაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 1 მაი
თანდართული ფაილი: 139296-sos-tender.zip
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", პროექტის - "მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა ზუგდიდის რაიონში" ფარგლებში იწვევს ორგანიზაციებს ავეჯის დამზადებასთან დაკავშირებულ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს დასამზადებელი ავეჯის სპეციფიკაციის შესავსები უწყისის (ავეჯის ჩამონათვალი - შესავსები დანართი N1) ჩამოტვირთვა შეუძლიათ ამავე ვებ-გვერდიდან. შესასყიდი ავეჯის ჩამონათვალი, ზომა ან რაოდენობა შესაძლებელია დაკორექტირდეს მომწოდებელი ორგანიზაციისა და დამკვეთის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე.

სავალდებულო მოთხოვნები:

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები ქართულ ენაზე:

ტექნიკური განაცხადი:

** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის ცნობა საგადასახადო ორგანოდან რეგისტრაციის შესახებ (საიდენტიფიკაციო ნომრის მითითებით);
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** ინფორმაცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ანალოგიური სამუშაოების შესრულების შესახებ (სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულებების მითითებებით) შესაბამისი 3 რეკომენდაციით, შესრულებული სამუშაოების ამსახველი ფოტო-მასალით.

ფასის განაცხადი: შევსებული უწყისი - ხარჯთაღრიცხვა.

თანხის გადახდის პირობები:

** მომსახურების ანაზღაურება მოხდება დამზადებული ავეჯის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან სამ სამუშაო დღეში.
** დაინტერესებულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "ავეჯის დამზადება", ისე ორგანიზაციის სახელწოდება.

გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ტექნიკური და ფასის განაცხადი უნდა იქნას ცალ-ცალკე კონვერტით წარმოდგენილი (თითოეული კონვერტი უნდა იყოს ბეჭდით დალუქული); ფასის კონვერტში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ხარჯთაღრიცხვის ელექტრონული ვერსიაც CD-ზე ჩაწერილი.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2017 წლის 01 მაისი, 12:00 საათი.

განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ზუგდიდი, რუსთაველის N93, მე-3 სართული

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე