პროექტის ტექნიკური დამუშავების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროექტის ტექნიკური დამუშავების სპეციალისტი
მომწოდებელი: დიო
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 15 მაი
შპს "დიო" წამყვანი კომპანიია საქართველოში ფარდა-ჟალუზებისა და მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯრების წარმოებაში, ფირმა "დიო" დაარსებიდან 21-ე წელს ითვლის. კომპანიის სათავო ოფისი და ქარხანა განლაგებულია თბილისში, ხოლო საქართველოს რეგიონებში კომპანიას აქვს წარმომადგენლობები. დიო" -ს წარმატების ერთ-ერთი გამსაზღვრელი სწორედ დასაქმებულთა კვალიფიკაციაა. საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით მიდგომამ, მომსახურების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ მუდმივმა სწრაფვამ აქცია კომპანია ბაზარზე ლიდერად. იმედია "დიო" თქვენთვისაც წარმატებულ სამუშაო ადგილად იქცევა, სადაც შეძლებთ მიიღოთ დამატებით გამოცდილება, დახვეწოთ და გაიმდიდროთ ცოდნა.

შპს "დიო" აცხადებს ახალ ვაკანსიას პროექტის ტექნიკური დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.

ანგარიშვალდებულია: პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსთან

სამუშაო ადგილი: კომპანიის სათავო ოფისი, დ.აღმაშენებილს ხეივანი მე-12 კმ;

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო პირობები;
** 6 დღიანი სამუშაო კვირა,
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** წახალისების სისტემა;
** მივლინებები უცხოელ მომწოდებლებთან.

სახელფასო სარგო: 700-1000 ლარი ხელზე კვალიფიკაციის შესაბამისად.

ჩვენი მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება; არქიტექტურა, კონსტრუირება; საინჟინრო-ტექნიკური
** შესაბამის სფეროში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება
** სპეციალური კომპიუტერული პროგრამების არქიკადი, ავტოკადი-კარგი
** ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** კარგად განვითარებული მათამატიკური უნარები; პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა, გადაწყვეტილების მიღების, დარწმუნების უნარი
** ა/მანქანის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა
** რუსულ ენაზე გამართული კომუნიკაცია
** უპირატესობა მიენიჭება ალუმინის ფასადების ან/ და კარ-ფანჯრების
** მწარმოებელ კომპანიაში მუშაობის გამოცდილების მქონე და ინგლისური ენის მცოდნე კანდიდატს.

თქვენი მოვალეობებია:

** შემოსული პროექტების ტექნიკურად დამუშავება შესაბამის პროგრამაში;
** ალუმინის საფასადე სისტემების და კარ-ფანჯრების წარმოებისთვის საჭირო ტექნიკური ბარათის მომზადება;
** მომწოდებელთან გასაგზავნი არქიტექტურული ნახაზების მომზადება;
** ახალი სპეცილური კომპიუტერული პროგრამის შესწავლა და დანერგვა;

გთხოვთ, ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@dio.ge.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 15 მაისი. შერჩეულ კანდიდატებს დაეგზავნებათ შეტყობინება ელ-ფოსტაზე. რის შემდეგაც მოუწევთ 2 ეტაპის: პროფესიული ტესტის და გასაუბრების გავლა.

კანდიდატის შერჩევისას სქესს და რელიგიურ მრწამსს მნიშვნელობა არ ენიჭება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე