ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / განახლდა: 24 აპრ / ბოლო ვადა: 4 მაი
"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას ტერმინალების მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** ქსელში განთავსებული ტერმინალების ხარვეზების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
** ტერმინალების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
** ახალი აპარატის მონტაჟი და ტექნიკურად გამართვა;
** ტერმინალის გაუმართაობის შემთხვევაში, პრობლემის ოპერატიული აღმოფხვრა;
** ტექნიკური ხარვეზების მუდმივი მონიტორინგი და მათი დროული და ხარისხიანი შესრულება
** აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების დაყენება, პროგრამების ჩაწერა, სისტემის ინსტალაცია, და სხვა);
** ტერმინალის განსათავსებლად შერჩეულ ადგილის შესწავლა/მომზადება ტერმინალის განსათავსებლად;
** აპარატის ადგილზე განთავსებისას, მისი გამართვა და მონტაჟი;
** ტერმინალზე პროფილაქტიკური/გაწმენდვითი სამუშაოების ჩატარება (ტერმინალის შემოწმება, ვიზუალურად მოწესრიგება);
** ნაწილების და სახარჯი მასალების საჭირო მარაგის განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა;
** ტერმინალზე ნაწილების შეცვლა/დაყენება და ქსელში ნაწილების შესაბამისი წესით გადაადგილების უზრუნველყოფა;

მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილი;
** ვინდოუსის და ლინუქსის დაწყებით დონეზე ცოდნა;
** კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;

უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი;
** კეთილსინდისიერი;
** კოლეგიალური;

გთხოვთ არაუგვიანეს 4 მაისისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@tbcpay.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე