შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: პროფესიული კოლეჯი მოდუსი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
თანდართული ფაილი: 139288-modusi-app.zip
სსიპ პროფესიული კოლეჯი მოდუსი აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წლიური შესყიდვების გეგმების, ანგარიშების შედგენა-შეჯერება, საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის დროულად წარდგენა;
** სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მათი შესრულების შესახებ ინფორმაციის წარმოება;
** სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიზნით, მიმწოდებლების მოძიება პროდუქციის ოპტიმალური დასახელების, ხარისხის, ფასის და რაოდენობების მიხედვით;
** ელექტრონული ტენდერების დაგეგმვა და ორგანიზება;
** მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების პირობების მუდმივი მონიტორინგი;
** სატენდერო კომისიის სხდომის ოქმების ატვირთვა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია;
** შესყიდვების პროცედურების წარმოება და დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში მართვა;
** შესყიდვების დოკუმენტაციის მომზადების უზრუნველყოფა: საქონლის და მომსახურების შესყიდვის გეგმები, სამართლებრივი შეთანხმებები და ხელშეკრულებები;
** ხელშეკრულებების პროექტების შეთანხმება;
** სხვადასხვა ფინანსური ანგარიშების მომზადება მაკონტროლებლებისათვის;
** რეესტრების წარმოების მოთხოვნა/წარმოება;
** კოლეჯის წესდებით, კოლეჯის დირექტორის სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების შესრულება.
** მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში კოლეჯის ფუნქციონირებისათვის საჭირო წლიური შესყიდვების გეგმის შემუშავება და შესყიდვების განხორციელება.
** განათლების დონე: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
** განათლების სფერო: სამართლის, ეკონომიკის ან/და ფინანსების სპეციალობით

სამუშაო გამოცდილება: საჯარო სამსახურში მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფაილი და გადმოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@modusi.ge.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 აპრილი.

მისამართი: ქალაქი რუსთავი, შარტავას გამზირი №4 (მეოთხე სართული)
სსიპ პროფესიული კოლეჯი მოდუსი
ტელეფონი: 0341 25 20 41
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე