ხარატი, საფქვავი დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარატი, საფქვავი დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში. პროექტის ფარგლებში მოწოდებული ვაკანსიების შესაფერისი კანდიდატურების შერჩევას უზრუნველყოფს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). IOM ეხმარება კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში, მუშაობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების ორგანიზებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან დაკავშირებულ ხარჯებს ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. IOM პერიოდულად გამოაქვეყნებს პოლონეთიდან და ესტონეთიდან მიღებულ კონკრეტულ ვაკანსიებს, სადაც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების (შესაფერისი კანდიდატურის) დასაქმება.

ვაკანსია: ხარატი, საფქვავი დანადგარის ოპერატორი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: CNC (HAAS) საფქვავი და სახარატე მანქანების ოპერირება და დაკომპლექტება / Operating and setting CNC (HAAS) milling or lathe machines.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ტრენინგი CNC სახარატე დაზგაზე მუშაობისა და CNC საფქვავის ოპერირებაში (CNC machines milling and/or lathe machines);
** CNC HAAS საფქვავ/სახარატე მანქანა დანადგარებზე მუშაობის ( CNC HAAS milling/lahte machines) სულ ცოტა 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პროგრამების (Fanuc) კითხვისა და დაკომლექტების საშუალო დონეზე ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვის უნარი.

განათლების მოთხოვნილი დონე:

** პროფესიული
** ასაკი: 30-45 წლის
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (საბაზისო) და რუსული (საშუალოდ)
** კომპიუტერული პროგრამები: CNC საბაზისო ცოდნა, CNC/CAM ცოდნა სასურველია

დასაქმების პირობები:

** სამუშაო რეჟიმი: ცვლებში მუშაობა; კვირაში 3 ან 5 ცვლა.
** სამუშაო დრო: ცვლაში 12 საათი (8:30-20:30; 20:30-08:30);
** შესვენება -30 წუთი +10 წუთი +10 წუთი +10 წუთი (სულ 4 შესვენება)
** დასვენების დღე: დამოკიდებულია ცვლების რაოდენობაზე (2 ან 4 დასვენების დღე კვირაში)
** გამოსაცდელი პერიოდი: 4 თვე
** შრომის ანაზღაურების (ხელფასის) სავარაუდო სიდიდე გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 1575 -2000 ევრო (გროსი)

ხელფასის გადახდის წესი: თვეში ერთხელ
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება: გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება - ხელფასზე1,5-ჯერ მეტი

გათვალისწინებულია სამუშაო ადგილზე, დღეში ერთხელ, უფასო სადილი და კომპანიის ავტობუსით ტალინიდან იურიში (ადგილი სადაც ქარხანა მუშაობს, ტალინიდან დაშორებულია 12 კმ-ით) მომუშავის გადაყვანა.

მოთხოვნილი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: nkvitsiani@iom.int | tantadze@iom.int

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე: (+995 32) 2 600 955; 577 43 46 44
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე