ლაზერული და/ან პრეს სამუხრუჭე მანქანა-დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლაზერული და/ან პრეს სამუხრუჭე მანქანა-დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ახორციელებს პილოტურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების დროებითი (6 თვემდე) ლეგალური დასაქმება პოლონეთსა და ესტონეთში. პროექტის ფარგლებში მოწოდებული ვაკანსიების შესაფერისი კანდიდატურების შერჩევას უზრუნველყოფს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM). IOM ეხმარება კანდიდატს დამსაქმებელთან დაკავშირებაში, მუშაობის ნებართვის მისაღებად საჭირო პროცედურების ორგანიზებაში, მაგრამ სამუშაო ვიზის აღებასთან დაკავშირებულ და მგზავრობის ხარჯებს ფარავს თვითონ სამუშაოს მაძიებელი. IOM პერიოდულად გამოაქვეყნებს პოლონეთიდან და ესტონეთიდან მიღებულ კონკრეტულ ვაკანსიებს, სადაც შესაძლებელია საქართველოს მოქალაქეების (შესაფერისი კანდიდატურის) დასაქმება.

ვაკანსია: AMADA laser and/or Press Brake machines - AMADA ლაზერული და/ან პრეს სამუხრუჭე მანქანა-დანადგარის ოპერატორი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

AMADA ლაზერულ და/ან პრეს სამუხრუჭე მანქანა დანადგარების ოპერირება და დაკომპლექტება ( Operating and setting AMADA laser and/or Press Brake machines)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ტრენინგი AMADA laser and/or Press Brake machines / AMADA ლაზერულ და/ან პრეს სამუხრუჭე მანქანა დანადგარების გამოყენებაში;
** აღნიშნულ მანქანებზე მუშაობის სულ ცოტა 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პროგრამების (Fanuc) კითხვისა და დაკომპლექტების საშუალო დონეზე ცოდნა;
** ტექნიკური ნახაზების კითხვის საშუალო დონეზე ცოდნა.

განათლების მოთხოვნილი დონე:

** პროფესიული
** ასაკი: 30-45 წლის
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (საბაზისო) და რუსული (საშუალოდ)
** კომპიუტერული პროგრამები: CNC საბაზისო ცოდნა, CNC/CAM ცოდნა სასურველია

დასაქმების პირობები:

** სამუშაო რეჟიმი: ცვლებში მუშაობა; კვირაში 5 ცვლა.
** სამუშაო დრო: ცვლაში 8 საათი (05:30- 14:00; 13:30 -22:00; 21:30 - 05:30);
** შესვენება -30 წუთი + 10 წუთი
** დასვენების დღე: შაბათი-კვირა
** გამოსაცდელი პერიოდი: 4 თვე
** შრომის ანაზღაურების (ხელფასის) სავარაუდო სიდიდე გამოსაცდელი ვადის შემდეგ: 1200 -1700 ევრო (გროსი)

ხელფასის გადახდის წესი: თვეში ერთხელ
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება: გაზრდილი ტარიფით ანაზღაურება - ხელფასზე 1,5-ჯერ მეტი

გათვალისწინებულია სამუშაო ადგილზე, დღეში ერთხელ, უფასო სადილი და კომპანიის ავტობუსით ტალინიდან იურიში (ადგილი სადაც ქარხანა მუშაობს, ტალინიდან დაშორებულია 12 კმ-ით) მომუშავის გადაყვანა.

მოთხოვნილი პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მქონე დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელ. ფოსტაზე: nkvitsiani@iom.int | tantadze@iom.int

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ შემდეგ ტელეფონებზე: (+995 32) 2 600 955; 577 43 46 44
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე