ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: არტიზანი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
კომპანია "არტიზანი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: ორშაბათ-შაბათი 08:00 დან 14:00, კვირაში ერთი დღე სამუშაო საათები განისაზვრება 10.00-19.00 საათამდე
განაკვეთი: არასრული
ანაზღაურება: ფიქსირებული: 500 ლარი
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ბამბის რიგი #7
ერთი თვე გამოსაცდელი პერიოდი, ექვსი თვე

აუცილებელი მოთხოვნები:

** ასაკი: 30 დან 50 წლამდე
** რუსული ენა თავისუფალი
** ინგლისური ენის საშუალო, ან მაღალ დონეზე ცოდნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური განხრით
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. სავაჭრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე;
** ACCA-ს მინიმუმ საწყისი ეტაპების( მინიმუმ პირველი და მეორე დონის) სერტიფიკატების ფლობა (სასურველია);
** საგადასახადო კოდექსის სიღრმისეული და პრაქტიკული ცოდნა;
**აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა "Fina"-ში ან Oris-ის მუშაობის გამოცდილება და მაღალ დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი;
** დროის მენეჯმენტი, სტრატეგიული ხედვა, დეტალების მართვა, კომუნიკაციის კარგი უნარი, დაგეგმვისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი.
** საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების (IFRS) ცოდნა
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ტექნიკური საგნების მიმართულებით

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა; დღიური საბუთების წარმოება;
** ყოველკვირეული ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის მომზადება და კომპანიაში არსებული ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
** ბუღალტრული გატარების (რეალიზაციის, შესყიდვების, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ.. მარაგების ჩამოწერა, ცვეთის დარიცხვა) ოპერაციების შესრულება და საბუღალტრო ბაზაში დროული დაფიქსირების უზრუნველყოფა
.** ყოველთვიური მოგება ზარალის, და ბალანსის მომზადება და წარდგენა;
** მიმდინარე ბუღალტრული გატარებების წარმოება და კონტროლი, მონიტორინგი და შეუსაბამობის შემთხვევაში პროცესების გასწორება; ბუღალტრულ პროგრამაში ყოველდღიური გატარებების განხორციელება
** დოკუმენტურად დადასტურებული სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური უწყებების წარმოება;
** საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობა და სიახლეების დროულად შესწავლა და კომპანიის ეკონომიურ საქმიანობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** გარე ან შიდა აუდიტთან ეფექტური თანამშრომლობა და ინფორმაციის ზუსტად მიწოდება;
** წლიური ბიუჯეტის მომზადებისთვის ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა და მომზადება
** საბილინგო პროგრამის და ბანკის ამონაწერის შესაბამისობის კონტროლი
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები),** მიღება-გამოწერა. წარმოება და აღრიცხვა, კონტროლი და დაარქივება;
** საგადასახადო დეკლარაციების ელექტრონული ფორმით წარდგენა;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
** ინტერნეტ-ბანკთან ყოველდღიური მუშაობა და საბანკო გადახდების განხორციელება.
** მარაგების პერიოდული ინვენტარიზაცია;
** მარაგების აღრიცხვა/კონტროლი
** კომპანიის არსებული აღრიცხვის გაუმჯობესება და სრულყოფა;
** საბუთების გენერირება, დაარქივება
** ბუღალტრული ანგარიშგების (საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების შესაბამისად) მომზადება;
** მუშაობა პროგრამაში FINA ან Oris ბუღალტერია.
** პროგრამაში ინფორმაციის შეყვანა/დამუშავება
** სალაროს აღრიცხვა/კონტროლი
** ხელშეკრულების შევსება/ მომზადება
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება - სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.
** ყოველდღიური ინფორმაციის (რეპორტების) მიწოდება მენეჯმენტის წარმომადგენლებისთვის
** ხელფასების და სხვა მიმდინარე ხარჯების აღრიცხვა
** დებიტორების და კრედიტორების ნაშთების კონტროლი
** დოკუმენტების დროული მიღების კონტროლი და უზრუნველყოფა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალების მიმართ დაკვირვებულობა, ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; მკაცრ ვადებში მუშაობის შესაძლებლობა, კომუნიკაბელურობა, დროის ეფექტური მენეჯმენტი. გუნდური მუშაობის უნარი. აქტიურობა და სისხარტე; პუნქტუალურობა. პასუხისმგებლობის მაღალი დონე და საქმისადმი ერთგულება; პრობლემების გადაჭრის უნარი შრომისმოყვარეობა, ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;
** მოქნილობა და ცვლილებებზე ადვილად/სწრაფად ადაპტაციის უნარი;
** ძლიერი მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესაძლებლობა

თუ ხართ დაინტერესებული არსებული სამსახურით, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე არაუგვიანეს 2017 წლის 20 მაისისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: artisan.tv@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ბუღალტერი). განაცხადს სასურველია დაურთოთ ფოტოსურათი გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე