სხვადასხვა - IT
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა - IT
მომწოდებელი: ინტერსექიურითი-ჯორჯია
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
"ინტერსექიურითი-ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და ტექნიკური განვითარების დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე და IT სპეციალისტზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ელექტრონული მოწყობილობების დიაგნოსტიკა/შეკეთება;
** GPS, GSM-GPRS-SMS სიგნალიზაციების მონტაჟი;
** სახანძრო, მხუთავი გაზის სიგნალიზაციის მონტაჟი;
** საგანგაშო ღილაკის მონტაჟი;
** დეტექტორების მონტაჟი;
** ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების დაპროექტება-მონტაჟი;
** დასაცავი ობიექტების დაპროექტება;
** უსაფრთხოების სისტემებისა და დაცვის სისტემების პროექტირება, შეკეთება;
** გაუმართაობის დროული აღრიცხვა, ანალიზი და შესაბამისი ზომების მიღება;
** ელექტრონული მოწყობილობების გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** ჩატარებულ სამუშაოზე დღიური მოხსენების მომზადება;
** ელექტრონული მოწყობილობების ექსპლუატაციის პირობების დაცვა.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-დან 55 წლამდე;
** მართვის B კატეგორიის მოწმობა;
** უმაღლესი ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** აღნიშულ სფეროში მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ელექტრონული ტექნიკის შეკეთების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების, მათ შორის Microsoft Excel/Word-ის ცოდნა;
** ქართული ენის (წერით, სასაუბრო) სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, პუნქტუალურობა, აკურატულობა და ანალიზის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათითა და საკონტაქტო ნომრების მითითებით, კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე: info@isg.ge ან hr@isg.ge | info@isg.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე