ვებ-ტექნოლოგიების დეველოპერი/ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვებ-ტექნოლოგიების დეველოპერი/ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
ლიბერთი ბანკი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას საპროცესინგო ცენტრის, თვითმომსახურების ტერმინალების ტექნიკური მომსახურების განყოფილების ვებ-ტექნოლოგიების დეველოპერ/ადმინისტრატორის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება- ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** Web პროგრამირების ტექნოლოგიების ცოდნა (HTML, CSS, Javascript(jQuery), XML);
** Windows Server საოპერაციო სისტემების ოჯახის ფუნქციონირების პრინციპების და კონფიგურირების ცოდნა;
** რუსული ენის კარგად ცოდნა.

მოვალეობები:

** თვით-მომსახურების (PayBox) ტერმინალებისთვის GUI ინტერფეისის ცვლილება, ახლის შექმნა;
** თვით-მომსახურების ტერმინალების მხარდაჭერასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული მოგვარება;
** თვით-მომსახურების ტერმინალების პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელთან კომუნიკაცია, ახალი მოთხოვნების ჩამოყალიბება;
** ვერსიების განახლება, ახალი ფუნქციონალის ტესტირება;
** პროგრამული უზრუნველყოფის ადმინისტრირება.

დასაქმების ტიპი - სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი - სტანდარტული გრაფიკი;

როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV (სასურველია თქვენთვის მისაღები ხელფასის მითითებით) ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge

ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 30 აპრილი 2017.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით). კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე