სატელეფონო ცენტრის სარეზერვო თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სატელეფონო ცენტრის სარეზერვო თანამშრომელი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 27 აპრ
ლიბერთი ბანკი – ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და ამბიციური ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო ცენტრის სარეზერვო თანამშრომლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია საბანკო საქმე და ფინანსები);
** რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა;
** სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** საქმისადმი დამოუკიდებელი მიდგომა;
** პრობლემების გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა;
** სწავლასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** სასიამოვნო ხმა, გამართული მეტყველება.

როგორ მოგვმართოთ:

გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge

ბანკი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.
საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა: 27 აპრილი 2017.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება და რაიონი, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, (სასურველია CV მიანიჭოთ სახელი-გვარი), სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

შეტყობინება: ლიბერთი ბანკი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე