ტენდერი ავტობომობილის შესყიდვაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი ავტობომობილის შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 4 მაი
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" იწვევს ავტოდილერებს მსუბუქი ავტომობილის შესყიდვის მიზნით ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

მსუბუქი ავტომობილის შესყიდვა გულისხმობს:

მსუბუქი ავტომობილის შემდეგი მახასიათებლებით: კომბი/უნივერსალი; განბაჟებული ან განუბაჟებელი; მარცხენა საჭით; გამოშვების თარიღი- 2012 წლიდან; ფოტო-მასალით.
გთხოვთ შემოთავაზებაში მიუთითოთ გარანტიის პირობები ასეთის არსებობის შემთხვევაში;

სავალდებულო მოთხოვნები:

** ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებმა/ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები ქართულ ენაზე:
** ტენდერში მონაწილეობის მსურველი ორგანიზაციის/ფიზიკური პირის რეკვიზიტები (მისამართი, ტელეფონი, ფაქსი, საბანკო რეკვიზიტები);
** უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან ორგანიზაციის შემთხვევაში/პირადობის მოწმობის ასლი ფიზიკური პირის შემთხვევაში

თანხის გადახდის პირობები: ღირებულების გადახდა მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (მაქსიმუმ ერთი სამუშაო დღის ვადაში).
მომსახურების გაწევის ვადები: მაისი 2017 წელი
სამუშაო ადგილი: თბილისი

დაინტერესებულმა პირებმა ან კომპანიებმა სატენდერო წინადადებები უნდა წარმოადგინონ ერთ ეგზემპლარად, ქართულ ენაზე. გთხოვთ, ბეჭდით დალუქულ კონვერტზე სათაურად მიუთითოთ როგორც "მსუბუქი ავტომობილის შესყიდვა" ისე კომპანიის/ფიზიკური პირის დასახელება სახელწოდება.

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა: 2017 წლის 4 მაისი 12:00 საათი.
განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ალ ყაზბეგის 11ა, თბილისი, 0160

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებმაც დააკმაყოფილეს სავალდებულო მოთხოვნები. დამატებითი კითხვების შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წერილობით დაკავშირება შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: contact@sos-kd.ge. მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში.ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე