პროდუქტების განვითარების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროდუქტების განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: ნოვა ტექნოლოჯი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 15 მაი
ს.ს "ნოვა ტექნოლოჯი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქტების განვითარების სპეციალისტის (ბიზნესის განვითარების მენეჯერი) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ თბილისი

ეს არის e-commerce ბიზნესის განვითარების მენეჯერის ვაკანსია:

E-commerce კომპანიებისა და მომხმარებლების დაკავშირების ელექტრონული შესაძლებლობაა, მუდმივი სწრაფი განვითარების რეჟიმში მყოფი ფინანსურ-ტექნოლოგიური ბიზნესი, სადაც ჩვენ ვქმნით ახალ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ფინანსების განკარგვისთვის. ვმუშაობთ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ფინ-ტექ კომპანიებთან.
ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია შევქმნათ ხვალის ტექნოლოგიურ-ფინანსური ტრენდები, გავაუმჯობესოთ ყოველდღიური ფინანსური ცხოვრება.
ჩვენ ვეძებთ თამამ გზამკვლევს ჩვენს გემზე. ვეძებთ სიახლეების მაძიებელ, თვით-განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი შექმნას პროდუქტი, რომელსაც ასიათასობით ადამიანი გამოიყენებს, ვისაც უყვარს გეგმების დასახვა და შესრულება, არ აშინებს პოტენციურ პარტნიორებთან კომუნიკაცია და საერთო პროექტის დამტკიცებისთვის ბრძოლა.

სამუშაოს აღწერილობა:

** კომპანიის სტრატეგიის შესაბამისად პროდუქტების განვითარების გეგმის ჩამოყალიბებასა და მიზნების განსაზღვრაში მონაწილეობა.
** პროდუქტის და მისი შემადგენელი კომპონენტების სრული სასიცოცხლო პროცესის მართვა, იდეის ფორმულირებიდან ბაზარზე ფუნქციონირების მონიტორინგამდე.
** ელ საფულის ფუნქციონალის დამატება - განვითარება პარტნიორ კომპანიებთან საერთო პროდუქტების შექმნით.
** პოტენციური პარტნიორების ძიება მომხმარებლისთვის საერთო პროდუქტების შესაქმნელად.
** აქტიური მონაწილეობა მოლაპარაკებებში.
** კონკრეტული პროექტების მართვა, პროექტ ჯგუფისთვის (მათ შორის პროგრამისტების) სამუშაოს დანაწილება და კოორდინირება.

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

** სიახლეების ძიებაზე, გაზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** ინიციატივა და დამოუკიდებლობა
** ძლიერი პიროვნული თვისებები
** კარგი ანალიტიკური უნარები - შეეძლოს შესაძლებლობების აღმოჩენა. დაკვირვებული და სმარტი, პოტენციური პარტნიორების აღმომჩენი, იდეების დამდები და შემდეგ იდეების საქმედ გადამქცევი.
** კომუნიკაციის და პრეზენტირების ძალიან კარგი უნარები.
** განსაკუთრებით ძლიერი ნებისყოფა - რადგან პარტნიორებთან საერთო პროექტები ყოველთვის მარტივად არ გამოდის
** დამოუკიდებელი და ლიდერის ტიპაჟი - რადგან ორი კომპანიის პროგრამისტების კოორდინაციას ბევრად მეტი ლიდერობა სჭირდება, ვიდრე მხოლოდ საკუთარ კომპანიაში დასჭირდებოდა
** მულტითასქინგი

დამატებით მოთხოვნები: (სასურველია)

** გაყიდვებში გამოცდილება
** პროექტ მენეჯმენტის გამოცდილება
** ელექტრონულ სფეროში გამოცდილება

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 15 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@novatech.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახლება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს"ნოვა ტექნოლოჯი" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე