კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: დემასი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
შპს "დემასი" (კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია) აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

ხელფასი: 400 ლარი + ბონუსი. საშუალო ანაზღაურება: 900 ლარი, პლუს ჯამრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: 9 მარტის სახელობის ბაღის მიმდებარე ტერიტორია, გალერეა "დემასი", დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-9 კმ., სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
სამუშაო პირობები: სამუშაო საათები 09:00-დან 18:00/19:00-მდე. დასვენების დღე: კვირაში ერთი დღე. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

სამსახურებრივი მოვალეობა: კლიენტების კონსულტაცია პროდუქციის შესახებ და სარეალიზაციო დოკუმენტაციის გაფორმება საგამოფენო დარბაზში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა
** ანალიტიკური აზროვნება
** ინფორმაციის სწრაფი ათვისების უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

კარიერული ზრდის პერსპექტივა: ა) გაყიდვების მენეჯერი, ბ) შესყიდვების მენეჯერი (რუსული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობის შემთხვევაში).
სტაჟირების ვადა: 2 თვე. ანაზღაურება: თვეში 200 ლარი.

განიხილება მამაკაცების კანდიდატურები, 21-დან 30 წლის ჩათვლით.

რეზიუმე სურათით (სავალდებულოა), ქართულ ენაზე, გამოგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@demasi.ge

ვებ გვერდი: www.demasi.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე