კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
ავეჯის სავაჭრო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრებისა და ტესტირების საფუძველზე.
ადგილმდებარეობა: დიდი დიღომი

მოვალეობები:

** დამკვეთისთვის კონსულტაციის გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქცია სრულყოფილად ცოდნა;
** კომპანიაში არსებული სტანდარტების დაცვა;
** პროდუქციის მარკირებაში, დახარისხებასა და განლაგებაში ჩართულობა;

საჭიროების შემთხვევაში, არჩეული კანდიდატები გაივლიან 30 დღიან უფასო კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს. პირველი ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში მათ გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება საიდანაც 2 თვე მოიაზრება საგამოცდო-სწავლების პერიოდად.

ხელფასი განისაზღვრება ინდივიდუალურად, კომპეტენციიდან გამომდინარე 500 ლარამდე. საბოლოოდ პოზიცია, ხელშეკრულების პირობები და ანაზღაურება განისაზღვრება კომპეტენციის, მიღებული შედეგების, ცოდნის და უნარების შესაბამისად, 500-დან 800 ლარამდე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, 10:30-დან 20:00 საათამდე, კვირაში 1 დასვენების დღე და დამატებით დასვენების დღე მცოცავი გრაფიკის შესაბამისად (შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ)

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისი განაცხადები და CV-ში დეტალურად აღწეროთ წინა სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი, მიუთითოთ სწორი და სრულყოფილი ინფორმაცია, რადგან მასში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტის ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის და სანქციების დაკისრების მიზეზი.

ხელშეკრულების დარღვევისას გათვალისწინებულია სანქციები.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV, აუცილებლად სურათით, შემდეგ მისამართზე: vacancy2006@gol.ge (სურათის გარეშე CV არ განიხილება). გთხოვთ, ელფოსტის გამოგზავნისას, "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე