მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: ღვინის ბარი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
ღვინის ბარი აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** ობიექტის განვითარების ხელშეწყობა
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვის უზრუნველყოფა (სტუმრის მიღება, მომსახურება, გაყიდვები, სისუფთავე, მუდმივად ახალი პროდუქცია და სხვა)
** შეკვეთების გაკეთება და პროდუქციის მიღება
** სასაწყობე მარაგების კონტროლი, ინვენტარიზაცია
** შესყიდვების წარმოება
** სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაციის უზრუნველყოფა
** სურსათის უვნებლობის სტანდარტებით მუშაობა და მონიტორინგი
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი
** თანხების დაზოგვის კუთხით სამუშაო სისტემის მუდმივ რეჟიმში ანალიზი და ღონისძიებების გატარება
** სტუმრების მოზიდვისა და გაყიდვების გაზრდის კუთხით მარკეტინგული აქციების დაგეგმვა და განხორციელება
** თანამშრომლების სამუშაო დროისა და დისციპლინის კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში სერვისისა თუ სამზარეულოს სამუშაოებში უშუალო მონაწილეობა
** პერსონალის აყვანა და ტრეინინგი
** ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური ფინანსური ანგარიშების მომზადება
** მის სამუშაო ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** პერსონალის მართვის გამოცდილება
** მარაგების მართვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
** ღვინის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება პლიუსად

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის უნარი
** პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
** ორგანიზებული და მოწესრიგებული
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ
** გაყიდვების უნარი
** გუნდის მართვის უნარი
** პოზიტიური განწყობა

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: wbm.co@client.jobs.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ღვინის ბარის მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე