ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 28 აპრ
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას პროექტის, ტყის მდგარდი მართვა საქართველოში ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. მისი ძირითადი მიზანია წვლილი შეიტანოს საქართველოს სატყეო რეფორმის წარმატებულ განხორციელებაში ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების გაზრდისა და საკითხზე ორიენტირებული დიალოგის განვითარების გზით.

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე, შემდგომში გაგრძელების პერსპექტივით
სამუშაო საათები: მინიმუმ 2 საათი დღეში (შეთანხმდება ინდივიდუალურად)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის ან მაგისტრატურის სტუდენტი გეოგრაფიის, გეოლოგიის, ბიოლოგიის ან ეკოლოგიის მიმართულებით
** ArcGis პროგრამასთან მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Windows)
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი

შესასრულებელი სამუშაოს აღწერილობა:

** რუკების გეორეფერენსირება და მათი დახარისხება სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით
** რუკებზე მითითებულ ობიექტებისთვის გეომონაცემთა ბაზების შექმნა და ობიექტების აციფვრა ორთოფოტოებთან შედარების საფუძველზე
** ყოველი თვის ბოლოს შესრულებული სამუშაოს ანგარიშის წარმოდგენა
** პროექტების მენეჯერებთან კოორდინაცია

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** CV
** სამოტივაციო წერილი
** ცნობა უნივერსიტეტიდან ან დიპლომის ასლი და ნიშნების ფურცელი

საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2017 წლის 28 აპრილი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები შემდეგ მისამართზე: erekle.chakhvashvili@cenn.org და გთხოვთ, ელ. წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, ეწვიოთ შემდეგ ვებ-გვერდს: http://www.cenn.org
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე