საერთაშორისო აკრედიტაციის/აფილაციის განყოფ. უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საერთაშორისო აკრედიტაციის/აფილაციის განყოფ. უფროსი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 2 მაი
"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს საერთაშორისო აკრედიტაციისა და აფილაციის განყოფილების უფროსის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 76 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** მააკრედიტირებელ/აფილაციის გამცემ სტრუქტურასთან თანამშრომლობა აკრედიტაციის/აფილაციის პროექტის დიზაინზე და პროცესზე შეთანხმების მიზნით;
** კლინიკის პერსონალის ტრენინგი განსაზღვრული აკრედიტაციის/აფილაციის მინიჭების პროცედურების თაობაზე;
** კლინიკის დონეზე გუნდის ფორმირება, რომელიც ადგილობრივ დონეზე პასუხისმგებელი იქნება აკრედიტაციის/აფილაციის მიზნით მოთხოვნილი სტანდარტების დანერგვაზე;
** აკრედიტაციის/აფილაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება და დანერგვის კონტროლი;
** აკრედიტაციის/აფილაციის მიზნით მოთხოვნილი სტანდარტული ოპერაციული პროცესების შექმნის მიზნით დავალების ფორმირება;
** აკრედიტაციია/აფილაციის აუდიტის პროცესების შესწავლა და კლინიკის სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანა მათ მოთხოვნებთან;
** შეფასებისა და მონიტორინგის ჩარჩოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს აკრედიტაციის/აფილაციის მიზნით შემუშავებული და დანერგილი სტანდარტების შესრულების კონტროლს;
** მაკრედიტირებელ/აფილაციის გამცემ სტრუქტურასთან ანგარიშგება;
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საჭირო ქმედებების განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით;
** სავალდებულოა პროექტის მართვის გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში;
** უპირატესობა მიენიჭება აკრედიტაციისა და აფილაციის პროექტების მართვის გამოცდილებას;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა სრულყოფილად;
** პრიორიტეტულია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სრულყოფილად.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 მაისი, 2017 .

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/saertashoriso-akreditaciisa-da-afilaciis-ganyofilebis-ufrosi.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე