ტრეინინგ კურსი საგადასახადო კანონმდებლობაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრეინინგ კურსი საგადასახადო კანონმდებლობაში
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი "VIP Intellect Group" გთავაზობთ ტრეინინგ კურსს - საგადასახადო კანონმდებლობაში (თეორიული და პრაქტიკული კურსი).

კურსის მიზანი: კურსის შესწავლის შემდეგ მსმენელები მიიღებენ ცოდნას საგადასახადო კანონმდებლობაში და შესძლებენ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

სამიზნე აუდიტორია: კურსი განკუთვნილია მოქმედი ბუღალტრებისათვის, ფინანსური მენეჯერებისათვის, საგადასახადო სპეციალისტებისათვის, აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული პირებისათვის.

კურსის თემატიკა:

** საქართველოს საგადასახადო სისტემა, ფიზიკური პირი, საწარმო, ორგანიზაცია; გადასახადის გადამხდელის სამართლებრივი დაცვა;
** საგადასახადო ვალდებულება, საგადასახადო ანგარიშგება;
** საშემოსავლო და მოგების გადასახადი;
** მოგების გადასახადის ესტონური მოდელი;
** მოგების გადასახადის ესტონური მოდელი; (გაგრძელება)
** დამატებული ღირებულების გადასახადი;
** აქციზი;
** იმპორტის გადასახადი, ადგილობრივი გადასახადი;
** საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა;
** საგადასახადო დავა;
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება გადასახადების ადმინისტრირების შესახებ და სხვადასხვა მეთოდური მითითებები;
** პრაქტიკული ქეისების ანალიზი.

კურსის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნება შემოსავლების სამსახურის სიტუაციური სახელმძღვანელოები, მეთოდური მითითებები, შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი:

ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ :

** სააღრიცხვო სისტემის ახალ რეგულაციაზე მორგებას;
** ახალი საკანონმდებლო ნორმების სწორ ინტერპრეტაციას;
** ესტონური მოდელის შედეგად პოზიტიური ცვლილებების სწორად გამოყენებას;
** პოტენციურად სარისკო საკითხების იდენტიფიცირებას და შესაბამის რეაგირებას;

კურსი მოიცავს: 12 ლექციას;
ლექციები ჩატარდება: კვირაში 2-ჯერ-2 სთ
ჯგუფში მსმენელთა მაქსიმალური რაოდენობა: 5-6 მსმენელი
კურსის ღირებულება ჯგუფში შეადგენს: 400 ლარს
სასწავლო კურსის ბოლოს ტარდება ტესტირება და გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი (ინგლისურ ენაზე/ქართულ ენაზე).

კურსზე დარეგისტრირებისთვის შეავსეთ "მსმენელის ბარათი" http://vipintellect.ge/new/msb.php ჩვენი ვებ გვერდიდან http://www.vipintellect.ge

მის: პეკინის 28, მე-6 სართ.
ტელ: 237 19 39; 593 61 82 12; 551 196 110;
ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup
http://www.vipintellect.ge
საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე