ფინანსური მენეჯმენტის კურსი IFRS სტანდარტებით
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფინანსური მენეჯმენტის კურსი IFRS სტანდარტებით
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
"VIP Intellect Group" გთავაზობთ ფინანსური მენეჯმენტის კურსს IFRS-ის სტანდარტებით!

პროგრამა განკუთვნილია: ბიზნესის ფინანსური მართვის საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის, მოქმედი მენეჯერებისთვის, ბუღალტრებისთის, მთავარი ბუღალტრებისთვის და დამწყები და მოქმედი ფინანსისტებისთვის, ეკონომისტებისთვის.

აგრეთვე გაგიწევთ კონსუტაციებს როგორც ფიზიკურ პირებს ასევე კომპანიის წარმომადგენლებს ნებისმიერ ფინანსური პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც ერთჯერადად ასევე პერიოდულად.

კურსი მოიცავს:

1. ფინანსური მენეჯმენტის ფუნქციები
2. კომპანიის ფინანსური ანგარიშგების მომზადება:

** საბალანსო ანგარიშგება
** მოგება ზარალის ანგარიშგება
** კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება
** ფინანსური ანგარიშგების შენიშვნები

3. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები მომზადება:

** ჯგუფი და კონსოლიდაცია
** შვილობილი კომპანიები

4. ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგება
5. ბიუჯეტირება
6. ხარჯთაღრიცხვა (Standard Costing)
7. საერთაშორისო ფინანსური რეპორტინგის სტანდარტები

ძირითადი საშუალებები:

** არამატერიალური აქტივები
** ფინანსური რეპორტინგი
** ინვენტარი
** და ა.შ.

8. ინვესტირების გადაწყვეტილება
9. ბიზნესის შეფასება (ღირებულების გაანგარიშება)
10. ფინანსური რისკები და კონტროლები.

გაითვალისწინეთ: ლექციების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრაქტიკული მაგალითების და სიტუაციური ამოცანების განხილვას, როგორც მსოფლიო, ასევე ქართული კომპანიების დამახასიათებელ მნიშვნელოვან ნიუანსებს. მსმენელებს გადაეცემათ სასწავლო მასალები და პრაქტიკული სავარჯიშოები, გაიმართება დისკუსიები, თავად მსმენელებისთვის საინტერესო და პრობლემური სიტუაციური მაგალითების განხილვა და მისი თავიდან აცილების კვალიფიციური და სწორი მიდგომები.

კურსდამთავრებულის უპირატესობანი: დამოუკიდებლად შეძლებენ ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე მუშაობას. ჩვენი კურსდამთავრებულები არიან საქართველოში არსებული წამყვანი კომპანიის მთავარი ბუღალტრები და ფინანსისტები, მენეჯერები, ბიზნესმენები.

პროგრამის ხანგრძლივობა: 12 ლექცია.
პროგრამის საფასური: 500 ლარი - 4 კაცი და მეტი ჯგუფში.
ორი ან მეტი მსმსნელის ერთი ორგანიზაციიდან დაინტერესების შემთხვევაში გადაიხდით 450 ლარს ნაცვლად 500 ლარის.

პროგრამას უძღვება მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი ფინანსისტი: "NexiaTA" საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის და რეპორტინგის მენეჯერი.

ჩვენს მიერ მომზადებულები არიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კომპანიის ბუღალტრები და ფინანსისტები, კომპანიის ხელმძღვანელები, მათ შორისაა: შპს "ემბავუდ ჯორჯია", შპს "ფურშეტ ჯორჯია", შპს " გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება" და სხვა კომპანიების წარმომადგენლები.

კორპორატიული ტრენინგის ჩატარების შემთხვევაში, ვითვალისწინებთ უშუალოდ თქვენს მოთხოვნებს და მხოლოდ თქვენი კადრებისთვის ჩატარდება სასწავლო კურსი!

კურსზე დარეგისტრირებისთვის შეავსეთ "მსმენელის ბარათი" ჩვენი ვებ გვერდიდან ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ტელეფონებზე.

მის: პეკინის 28, მე-6 სართ.
ტელ: 2 371939, 593 618212, 551 196110
ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/pages/VIP-Intellect-Group
ვებ-გვერდი: http://www.vipintellect.ge
საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე