თეორიული და პრაქტიკული კურსი სახელმწიფო შესყიდვებში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: თეორიული და პრაქტიკული კურსი სახელმწიფო შესყიდვებში
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
"VIP Intellect Group"-ი გთავაზობთ ტრეინინგს "სახელმწიფო შესყიდვები" - თეორიული და პრაქტიკული კურსი!

კურსის მიზანი: დაეხმაროს მსმენელებს სახელმწიფო შესყიდვების საფუძვლების შესწავლაში და შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ არსებული ცოდნის გაღრმავებაში. კურსის მსმენელები გაეცნობიან სფეროში არსებულ გამოცდილებას, მიიღებენ როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ცოდნას.

სასწავლო კურსი მოიცავს:

თეორიული ნაწილი:

** სახელმწიფო შესყიდვების არსი და მოქმედების სფერო (ნორმატიული აქტების მიმოხილვა);
** სახელწიფო შესყიდვების დაგეგმვა და ერთგვაროვნების დადგენის წესი, გეგმის რეგისტრაცია, ბაზრის კვლევის პროცედურები;
** სატენდერო კომისიისა და სატენდერო კომისიის აპარატის შექმნა, მისი ფუნქციები, მოვალეობები, სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება და ტენდერში მონაწილეობის ძირითადი პრინციპების განხილვა (საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ტექნიკური დავალება, გამოცდილება, სისტემაში ასატვირთი დოკუმენტაციის მომზადება);
** ხელშეკრულების მომზადება, სახელშეკრულებო ვალდებულებები, მხარეთა უფლება-მოვალეობები, საკანონმდებლო მოთხოვნები და სტანდარტები, ხელშეკრულებების რეგისტრაცია;
** SMP მოდული - ექსკლუზიური უფლებამოსილება, გადაუდებელი აუცილებლობა, შეთანხმება, გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის შემდგომ, ხარისხის გაუარესების თავიდან აცილება, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება და ცვლილება გამარტივებულ შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილებაში;
** დავების განხილვის საბჭო.

პრაქტიკული ნაწილი:

** სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური ვებ-გვერდის განხილვა, სისტემის გამოყენება, დოკუმენტაციის განთავსება;
** გამარტივებული ელექტრონული და ელექტრონული ტენდერის გამოცხადება;
** SMP მოდულში ინფორმაციის განთავსება - საუკეთესო პრაქტიკის განხილვა;
** CMR მოდულის გამოყენება.

კურსდამთავრებულის უპირატესობა:

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელი შეძლებს:

** სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო განცხადების პროექტის მომზადებას;
** სრულყოფილად განახორციელებს გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელებას;
** მოამზადებს ხელშეკრულებების პროექტებს;
** გამოიმუშავებს შესყიდვის ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით სატენდერო მოთხოვნის განსაზღვრის უნარ-ჩვევებს;
** მოახდენს სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის მომზადებას და მის შესაბამის რეგისტრაციას, გეგმის კორექტირებას;
** გაეცნობა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მუშაობის ძირითად პრინციპებს;
** შეაფასებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეთოდურ მითითებებსა და რეკომენდაციებს და საქმიანობის ფარგლებში მოახდენს მათ სწორ და სამართლებრივ ინტერპრეტაციას.

კურსის ხანგრძლივობა: 20 საათი.
ჯგუფში მსმენელების რაოდენობა: 5-6.
კურსის ღირებულება: 350 ლარი.

მიმდინარეობს მსურველთა რეგისტრაცია!

ტრეინინგებს უძღვება: სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების უფროსი - სალომე შულაია.

გაითვალისწინეთ! ხორციელდება კორპორატიული მომხმარებლებისთვის მსემენელთა მომზადება, როგორც ჩვენს ოფისში, ასევე ადგილზე მოსვლით, სპეციალურად თქვენი მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიქმნება სპეციალიზირებული პროგრამა, კორპორატიული მომხმარებლისთვის გამომდინარე მსმენელთა რაოდენობიდან შესაბამისად მოხდება ფასების რეგულირება.

მის.: პეკინის 28, მე-6 სართ.
ტელ: 237 1939, 593 618212, 551 196110
ელფოსტა: ninovipicg@gmail.com
Facebook: https://www.facebook.com/pages/VIPIntellectGroup
ვებ-გვერდი: www.vipintellect.ge
საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე