პიროვნული ეფექტურობის ტრენინგი - რე-სტარტი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პიროვნული ეფექტურობის ტრენინგი - რე-სტარტი
მომწოდებელი: გროუინი
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 2 მაი
ქოუჩინგის კომპანია "გროუინი" გთავაზობთ პიროვნული ეფექტურობის ორდღიან ტრენინგს "რე-სტარტი".

პროგრამის მსვლელობისას თქვენ გაანალიზებთ:

** საკუთარი ცხოვრების სცენარს
** საკუთარ ყოველდღიურ ქცევის მოდელებს
** სხვა ადამიანების დამოკიდებულებას თქვენ მიმართ პირად ცხოვრებასა და სამსახურში
** თქვენს ცხოვრებაში მუდმივად განმეორებადი სიტუაციების მიზეზებს
** პიროვნულ ბარიერებს
** თქვენი ცხოვრების დანიშნულებას

პროგრამა წარმოადგენს ინტენსიური ჯგუფური ფსიქოთერაპიის პროცესისა და სპეციალური ტექნიკების შესწავლის ერთობლიობას.

გამოყენებული მეთოდოლოგიები:

** ნეიროლინგვისტური პროგრამირება
** ტრანზაქტული ანალიზი
** რაციონალურ-ემოციური თერაპია
** ქოუჩინგი

პროგრამის გავლის შედეგად თქვენ შეძლებთ:

** თავი აარიდოთ განმეორებად არასასურველ სიტუაციებში მოხვედრას, ერთი სახის შეცდომების დაშვებას
** აღმოაჩინოთ მეტი რესურსები და ძალები საკუთარი მიზნებისკენ სამოძრაოდ
** გააუმჯობესოთ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, თანამშრომლებთან და მეგობრებთან
** გამოიყენოთ ტექნიკები, რომლებიც დაგეხმარებათ საქმიანი ან ცხოვრებისეული პროექტების განხორციელებაში
** მეტი სიამოვნება და კმაყოფილება მიიღოთ საკუთარი თავისგან, ცხოვრებისგან

პროგრამის ბოლოს თითოეული მონაწილე ინდივიდუალურად მოახდენს საკუთარი სამომავლო ცვლილებების მოდელირებას და კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვას.

პროგრამის ავტორი და წამყვანი:

რენატა ცომაია- კომპანია "გროუნის" ტრენერი, სერტიფიცირებული პროფესიონალი ქოუჩი (Erickson International), კლინიკური ფსიქოთერაპევტი 15 წლიანი პრაქტიკით. რენატა ცომაიას გავლილი აქვს ნეიროლინგვისტური პროგრამირების საბაზო კურსი, სერტიფიცირებულია როგორც ფსიქოლოგიური თამაშის "ტრანსფორმაციის" ფასილიტატორი (დიდი ბრიტანეთის ფინდჰორნის საზოგადოება).

ჩატარების თარიღი: 6-7 მაისი
ხანგრძლივობა: 2 დღე [10.00 - 18.00]
ჩატარების ადგილი: სასტუმრო "ციტრუსი", 9 აპრილის ქ., 3
ღირებულება: 390 ლარი [ღირებულებაში შედის 2 ყავის შესვენება და ლანჩი ]

რეგისტრაციის პირობები:

** ტრენინგზე დასწრების საფასურის გადახდა ხდება წინასწარ
** რეგისტრაციის ვადა 2 მაისი
** საფასურის გადახდის საბოლოო ვადა 3 მაისი
** გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე.

მონაწილეობისთვის გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://goo.gl/q3Dlr6

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

577 559 000 | 599 547 222
coaching@growin.ge
http://www.growin.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე