დილერი - რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დილერი - რეგიონები
მომწოდებელი: მოგო
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 4 მაი
"მოგო" გთავაზობთ გახდეთ კომპანიის პარტნიორი (დილერი) თელავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში!

"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Mogo Finance" შემავალი კომპანია, რომელიც ახორციელებს ავტომობილების ფინანსური ლიზინგისა და უკულიზინგის მომსახურებას. კომპანია დაარსდა 2012 წელს ლატვიაში და ამ ეტაპზე წარმატებით ოპერირებს ლატვიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ესტონეთსა და საქართველოში. მეტი ინფორმაციისთვის,

გთხოვთ იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოძიება სხვადასხვა ლოკაციაზე, კომპანიის პროდუქტების გაცნობა და კონსულტაცია;
** კლიენტების შესახებ პირველადი ინფორმაციის მოპოვება და ადგილზე განაცხადის შევსება;
** გადამისამართებული კლიენტების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი მოთხოვნები:

** პრეზენტაბელური;
** გაყიდვების კარგი უნარი;
** შრომისმოყვარე და მოტივირებული;
** აზრის მკაფიოდ და გასაგებად ჩამოყალიბების უნარი;
** ეფექტური ვერბალური კომუნიკაციის უნარი.

გრაფიკი: თავისუფალი;
ანაზღაურება: გამომუშავებით.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს თქვენი რეზიუმეები გამოაგზავნოთ 2017 წლის 04 მაისამდე მისამართზე - Hr@mogo.ge და წერილის სათაურში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ პოზიცია (თქვენი საცხოვრებელი ქალაქის მითითებით), რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე