Front-end დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: Front-end დეველოპერი
მომწოდებელი: ომედია
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
"ომედია" ეძებს front-end დეველოპერს, რომელიც შეუერთდება კომპანიის გუნდს და მიიღებს მონაწილეობას ვებ-აპლიკაციების და ვებ-საიტების შექმნაში.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება front-end დეველოპმენტში HTML5, CSS3 და JavaScript-ის გამოყენებით.
** CSS პრე-პროცესორებთან (SASS ან/და LESS) მუშობის გამოცდილება, მოდულარული CSS-ის წერის უნარი.
** რომელიმე გავრცელებულ CSS ფრეიმვორკთან მუშაობის გამოცდილება.
** Client-side პროგრამირება და გავრცელებულ Javascript ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება.
** პროგრამისტების გუნდთან ერთად მუშაობის და ვებ-პროექტების დეველოპმენტის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება.
** სამუშაოს სწორად დაგეგმვის და დროითი დანახარჯების მაქსიმალურად ზუსტად შეფასების უნარი.

სასურველი კვალიფიკაცია:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** GIT-თან მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია, კანდიდატს ესმოდეს SEO-ს საბაზისო პრინციპები.
** სასურველია, კანდიდატს კარგად ესმოდეს HTTP-ის მუშაობის, ასინქრონული მოთხოვნების დამუშავების და AJAX-ის საბაზისო პრინციპები.

სამუშაო პირობები:

ანაზღაურება: 1000-1500 ლარი, კვალიფიკაციის მიხედვით
კომფორტული ოფისი და მეგობრული გუნდი
ჯანმრთელობის დაზღვევა
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-დან 19:00 საათამდე

კანდიდატებმა საკუთარი CV და შესრულებული ნამუშევრების ბმულები (მხოლოდ ვებ ან მობილური ინტერფეისების) გამოაგზავნეთ მისამართზე welcome@omedia.ge და წერილის სათაურში მიუთითეთ "Front-end დეველოპერი". გთხოვთ, გამოაგზავნოთ მაქსიმუმ 3 პროექტის ბმული, შეარჩიეთ, თქვენი შეფასებით, ყველაზე რთული პროექტები. დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ იხილეთ მისამართზე http://www.omedia.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე