მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: TC-შოპი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 10 მაი
კომპანია "TC-შოპი" გახლავთ ონლაინ სივრცის ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტი, რომელიც აცხადებს კონკურსს მარკეტინგის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (მარკეტინგი; ბიზნესის ადმინისტრირება; ეკონომიკა);
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა სასურველია;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით.
** Microsoft Office-ის კარგი ცოდნა;
** შედეგებზე ორიენტირებული, მოტივირებული და ანალიტიკური აზროვნება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (პორტფოლიოს წარმოდგენა);
** კონტენტის მითითებულ სოციალურ ქსელებში ერთდროულად გავრცელების პლატფორმასთან მუშაობის გამოცდილება;
** კრეატიული აზროვნების უნარი.
** კომპანია მიესალმება ახალ იდეებს, ჩვენთვის თითოეული თანამშრომლის აზრი მნიშვნელოვანია.
** რამდენიმე დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი და მოცემული დავალებების დათქმულ ვადებში შესრულება;
** სოციალურ მედია არხებთან (Facebook, Instagram..) მუშაობის დადასტურებული გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პროდუქტების განვითარება;
** ვებ - გვერდთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება / Helpdesk;
** სოც. გვერდების მართვა;
** მარკეტინგის (სოციალური მედიისა და "ოფლაინ" მედიის) გეგმის დასახვა/შესრულება;
** კომპანიის ბრენდის ცნობადობის და მომხმარებლის ჩართულობის გაზრდა;
** PPC კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება სხვადასხვა სოციალურ მედია საშუალებებით (Facebook, Youtube, Instagram, Google); სოციალური მედიის კალენდარის შექმნა.
** ინოვაციური იდეების დანერგვა/განხორციელება., სამიზნე აუდიტორიისთვის სარეკლამო კამპანიის განსაზღვრა;
** თანამედროვე მარკეტინგული ტრენდების და სტრატეგიების მონიტორინგი და დანერგვა;
** ყოველკვირეული/ყოველთვიური ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
** მზარდ მარკეტინგზე ორიენტირება;

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარი
** კომუნიკაბელურობა

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: vacancy.tcshop@gmail.com 2017 წლის 10 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მარკეტინგის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე