აღმასრულებელი დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: აღმასრულებელი დირექტორი
მომწოდებელი: Swoop.ge
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 5 მაი
სს "სვუპი" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

ფუნქცია მოვალეობები:

** კომპანიის სტრატეგიული განვითარების კვარტალური/წლიური გეგმის (KBO`s) შედგენა და შესრულება;
** კომპანიისთვის მნიშვნელოვანი კომერციული პროექტების ინიცირება და განხორციელება; კომპანიის ბრენდის ცნობადობის გაზრდა;
** სხვადასხვა სტრუქტურული რგოლების - მარკეტინგის, შესყიდვების, საფინანსო, გაყიდვების დეპარტამენტის ძირითადი სამოქმედო მიმართულებების განსაზღვრა, კონტროლი. დასახული ამოცანების და გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ვებ დეველოპერთა გუნდის უშუალო ხელმძღვანელობა, საუკეთესო უცხოური პრაქტიკის ანალიზი და გაზიარება. IT (Web Based)პროექტების ინიცირება, დაგეგმვა, იმპლემენტაცია, ტესტირება და დანერგვა;
** ახალი გაყიდვების არხების მოძიება და მათი კომპანიის ბიზნეს მოდელში ინტეგრირება;
** კომპანიისთვის ახალი მიზნობრივი კატეგორიების/კომპანიების მოძიება და მათი გაყიდვების მენეჯერებზე გადანაწილება;
** ბიზნესის სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა, ფინანსური ანალიზი და პორტფელის უშუალო მართვა;
** ფინანსური ოპერაციების მართვა და კონტროლი - მოგება ზარალის და ფულადი ნაკადების მოძრაობის პროგნოზირება; შემოსავლების დაგეგმვა, გაყიდვების გეგმის შედგენა და ბიუჯეტირება;
** ფინანსურ ინსტიტუტებთან - ბანკებთან და საინვესტიციო კომპანიებთან ურთიერთობა;
** საოპერაციო, ტექნიკური, ფინანსური პროცესების მართვა და რისკების კონტროლი;
** კომპანიის დებიტორებთან და კრედიტორებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
** სხვადასხვა ზოგადი სამართლებრივი და ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა;
** კომპანიის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების/სამუშაოების, ფინანსური და კომერციული შედეგების რეპორტების მომზადება და მათი პერიოდული (ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური) ანგარიშების წარდგენა კომპანიის აქციონერებისა და დირექტორებისთვის;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირებაში;
** მენეჯერულ პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის (დირექტორი, გაყიდვების უფროსი) გამოცდილება;
** სასურველია ელექტრონული კომერციის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოების გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (მათ შორის Excel -ის) სრულყოფილად ცოდნა;
** უცხო ენების - ინგლისურის და რუსულის სამუშაო დონეზე ფლობა;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული;
** ლიდერული უნარებით; დაგეგმვის, ორგანიზებისა და შესრულების მაღალი უნარები;
** გუნდის ეფექტურად მართვის და მოტივირების უნარი;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და კრიტიკულ სიტუაციებში სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** ინიციატივიანი და ახალი იდეების გენერატორი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში , გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: eka.gagua@smartex.ge 2017 წლის 5 მაისის ჩათვლით.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე/CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე