სოციალური მუშაკი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სოციალური მუშაკი - ქუთაისი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 30 აპრ
თანდართული ფაილი: 139190-sos-app.zip
ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა იმერეთის რეგიონში" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას:

სოციალური მუშაკი
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
სამუშაოს ხანგრძლივობა: 31 იანვარი 2019

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

საქმიანობის ძირითადი მიზანი: სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მათი ბავშვების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის უზრუნველყოფა და სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობა. სოციალური მუშაკი პროექტის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, ანგარიშვალდებულია პროექტის კოორდინატორის წინაშე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** შემთხვევების მართვის (case management) წარმოება
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებში ვიზიტების განხორციელება
** სამიზნე ჯგუფის ოჯახებისათვის რესურსების მოძიება და საჭირო რესურსებთან დაკავშირება
** თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრების ორგანიზება და ფასილიტაცია
** პროექტის ფარგლებში შექმნილ მულტიდისციპლინარულ გუნდთან (სახელმწიფო სოციალური მუშაკ(ებ)ი, ფსიქოლოგი, დასაქმებისა და განათლების სპეციალისტები) მუშაობა
** მიმდინარე, ისე დახურულ შემთხვევებზე ინფორმაციის სათანადოდ შენახვა
** მონაცემთა ბაზის ელექტრონულ სისტემაში მუშაობა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება
** პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარების, მათ შორის პროექტში მონაწილე ორგანიზაციების სათანადო ჩართულობის უზრუნველყოფა
** პროექტის გუნდის წევრებთან, ასევე, პროექტში ჩართულ პარტნიორ ორგანიზაციებთან უფლებამოსილების ფარგლებში, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სოციალურ სამუშაოში
** ბავშვებთან და ოჯახებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2017 წლის 30 აპრილის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე