მენეჯერი, ფარმაცევტი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მენეჯერი, ფარმაცევტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: სახალხო აფთიაქი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 20 მაი
თანდართული ფაილი: 139178-pp-app.zip
ფარმაცევტული კომპანია "სახალხო აფთიაქი" აცხადებს აფთიაქის მენეჯერის, ფარმაცევტის ვაკანსიებს თბილისში, ბათუმში, ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ბოლნისში, ყვარელში, ახმეტაში.

აუცილებელი მოთხოვნებია:

** სამედიცინო განათლება (ფარმაცევტი, ექიმი). უპირატესობა მიენიჭება უმაღლესი ფარმაცევტული განათლების მქონე პირს.
** კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება (კომპიუტერული საოფისე პროგრამების, ელექტრონული ფოსტის გამოყენება)
** გამართული მეტყველების უნარი, კომუნიკაბელურობა
** აფთიაქში ფარმაცევტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ შევსებული ავტობიოგრაფია (CV) ფოტოსთან ერთად მისამართზე: vacancy@pp.ge და მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ საბუთები.

განაცხადები მიიღება 2017 წლის 20 მაისამდე. აპლიკაციის ფორმა იხილეთ მიბმული ფაილის სახით.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გასაუბრებაზე მოვიწვევთ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #16
ტელ. (+995 32) 2 48 58 58 , (+995 32) 2 48 59 59
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე