ადმინისტრატორი - შოვი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრატორი - შოვი
მომწოდებელი: სასტუმრო სანსეტ შოვი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
სასტუმრო "სანსეტ შოვი", რომელიც მდებარეობს ონის რაიონში, რაჭაში, აცხადებს ადმინისტრატორის ვაკანსიას.

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სასტუმროს ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა;
** დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი და ენერგიულობა;
** კომუნიკაბელობა და არაკონფლიქტურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** ენერგიული, თავაზიანი;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან სწორი კომუნიკაცია, მათი მოთხოვნების შეფასება, მომსახურების პაკეტის შეთავაზება და გაყიდვა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
** სტუმრების მიღება და განთავსება;
** მომსახურების პროცესში არსებულ სხვადასხვა ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრა;
** ჯავშნების განხორციელება;
** სტუმრების ანგარიშსწორების წარმოება;
** ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;
** კადრების მართვა;
** სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების დროულად შესრულება;
** მენეჯმენტის დავალებების შესრულება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ.ფოსტაზე vacancy@archi.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე