ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: კაპიტალ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კაპიტალ ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

გამოსაცდელი პერიოდის (3-4თვე) განმავლობაში თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 400 ლარის ოდენობით, ხოლო შემდგომ ანაზღაურება იქნება 500 ლარი (ზრდის პერსპექტივით).

სავალდებულო მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი
** უმაღლესი განათლება;
** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** სესხის ხელშეკრულებების პროგრამული უზრუნველყოფა;
** სალაროს შემოსავლის ორდენების ასახვა პროგრამულად;
** მსესხებელთა და გაცემული სესხების შესახებ მონაცემთა დაარქივება და მათი კონფიდენციალობის დაცვის უზრუნველყოფა;
** განყოფილებებს/ფილიალებს შორის საორგანიზაციო საკითხების კოორდინირება;
** კორესპონდენციის წარმოება და ოპერატიულად რეაგირება.
** დოკუმენტაციის მართვა და წარმოება, მათ შორის დავალიანების არსებობის/არ არსებობის შესახებ ცნობების გაცემა;
** ოფისის საკანცელარიო, ტექნიკური/სამეურნეო ნივთებით უზრუნველყოფა.
** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება;
** სატელეფონო ზარების პასუხი, დაინტერსებულ პირთათვის ინფორმაციის მიწოდება.
** შემოსული კლიენტების დახვედრა/გასაუბრება.
** რეპორტების მომზადება
** მენეჯმენტისა და სხვა კოლეგების ადმინისტრაციული მხარდაჭერა.

სავალდებულო უნარები და შესაძლებლობები:

** დახვეწილი მეტყველების უნარი
** კომუნიკაბელურობა;
** დროის მართვის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება;
** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია (CV) სურათით (მიუთითეთ წინა სამსახურიდან რეკომენდატორების საკონტაქტო ტელეფონი) და სამოტივაციო წერილი, სადაც მითითებული იქნება მოსალოდნელი სახელფასო განაკვეთი (ხელზე ასაღები) და მიმდინარე სახელფასო განაკვეთი (უმუშევრობის შემთხვევაში - ბოლო სამსახურის ხელფასი) შემდეგ ელ-მისამართზე: contact@capitalexpress.ge და gaogog@yahoo.com

მიუთითეთ, რა ვაკანსიაზე აგზავნით რეზიუმეს (CV), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე