საჭრელი/სახვევი დანადგარის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საჭრელი/სახვევი დანადგარის ოპერატორი
მომწოდებელი: ფავორიტი ლეიბლი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
სტამბა "ფავორიტი ლეიბლი" აცხადებს ვაკანსიას საჭრელი/სახვევი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ჩუბინაშვილის ქ.50

ძირითადი მოვალეობები:

** საჭრელ/სახვევ დანადგართან მუშაობა;
** შეკვეთის მიღება და მისი მიყვანა საბოლოო პროდუქტამდე;
** დაჭრა, დაკომპლექტება, შეფუთვა.
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის უზრუნველყოფა.

ცოდნა, უნარები:

** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ენერგიული, პატიოსანი, მოწესრიგებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი

ასაკი: 25-35 წლამდე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ რეზიუმე წარმოადგინოთ ელ. ფოსტის მისამართზე: l.tsutskiridze@phfavorite.ge და გთხოვთ რეზიუმეს გამოგზავნის დროს "subject" ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე