მონაცემთა დამუშავების და ანალიზის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მონაცემთა დამუშავების და ანალიზის სპეციალისტი
მომწოდებელი: 4ფინანსი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
შპს "4 ფინანსი" არის გლობალური კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ლიდერია მოკლევადიანი ფინანსური მომსახურების სფეროში ჩრდილოეთ ევროპაში (ამ მომენტისათვის კომპანია ფუნქციონირებს ლატვიაში, ლიტვაში, ფინეთში, შვედეთში, დანიაში, პოლონეთში, რუსეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, ბულგარეთში, ესტონეთში, კანადასა და ამერიკაში). ჩვენი კომპანია უკვე საქართველოშია და გეგმავს გლობალურ ექსპანსიას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ესტუმრეთ ჩვენს ვებ - გვერდს: http://www.4finance.com; http://www.vivus.ge

შპს "4 ფინანსი " გთავაზობთ, შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციაზე: მონაცემთა დამუშავების და ანალიზის სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებულ მონაცემთა ბაზების დამუშავება, ინფორმაციის შეგროვება, მონაცემთა ანალიზი, ანგარიშის წარმოება;
** მონაცემთა ბაზებიდან საჭირო ინფორმაციის სწრაფი დამუშავება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ტექნიკური უმაღლესი განათლება - სასურველია სტატისტიკა, მათემატიკა, ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების კარგად ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირება; ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი, შედეგზე ორიენტირებულობა;
** გამართული წერისა და პრეზენტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიკურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** სამუშაოს სწრაფად მზარდ საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV (Microsoft Word - ის ფორმატში) შემდეგ მისამართზე - https://join.4finance.com/VacancyDetails.aspx?VacancyID=327
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე