ტრენინგი - მდივანი/რეფერენტი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - მდივანი/რეფერენტი
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 4 მაი
კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CUTC) გთავაზობთ ტრენინგს - მდივანი-რეფერენტი/ხელმძღვანელის თანაშემწე/ოფის-მენეჯერი.

ტრენინგის მიზანი - მდივან-რეფერენტის პროფესიული კომპეტენციის განვითარება.

ტრენინგის აღწერა:

** დოკუმენტების გაფორმება საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომპიუტერული პროგრამების გამოყენებით MS Office: Word და Excel
** სხვადასხვა სახის დოკუმენტის შედგენა და გაფორმების წესი
** მუშაობა შემოსულ და გასულ დოკუმენტებთან
** გაეცნობით მდივანი-რეფერენტის იმიჯს და სამუშაო ეტიკეტს;
** ბიზნეს კომუნიკაციის საფუძვლები

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) სერტიფიკატს.

ტრენინგის თემატიკა:

საქმისწარმოება:

** შესავალი
** საქმისწარმოების სამართლებრივი ბაზა საქართველოში
** სხვადასხვა სახის დოკუმენტის შედგენისა და გაფორმების წესები
** დოკუმენტების შეტანა საჯარო რეესტრში (რეგისტრაცია). დაწესებულების საინფორმაციო ბაზის სრულყოფის დანიშნულება და მნიშვნელობა
** შემოსული დოკუმენტების პირველადი განხილვისა განაწილების წესი
** რას ნიშნავს და როგორ ხორციელდება დოკუმენტის განხილვა, რეზოლუციით დავალების გაცემა. საკონტროლო რეზოლუცია და მისი ჩამოწერა
** რას გულისხმობს დოკუმენტების შესრულების კონტროლი, როგორც საქმისწარმოების ფუნქცია
** საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოსული მოთხოვნის განხილვისა და შესრულების უზრუნველყოფის წესები
** მიმდინარე და მუდმივი არქივი, საქმეთა ფორმირება და არქივისათვის გადაცემა
** რით უნდა დაიწყოს საქმისწარმოების მოწესრიგება საქმის წარმოებაზე პასუხისმგებლად ახალდანიშნულმა პირმა
** საიდუმლოების რაობა ქართულ კანონმდებლობაში
** საიდუმლო საქმისწარმოება

საქმიანი მიმოწერა:

** წერილობითი დოკუმენტის შედგენა,
** საორგანიზაციო-განკარგულებითი დოკუმენტები და მათი გაფორმების წესი,
** სტანდარტული საქმიანი წერილები ინგლისურ და რუსულ ენაზე,
** დანართები

საქმიანი ურთიერთობის ეთიკა და ფსიქოლოგია:

მდივანი-რეფერენტის იმიჯი. ოფის-მენეჯერის სამუშაო ადგილი. კორპორატიული კულტურა. სამსახურეობრივი სუბორდინაცია. ურთიერთობა ხელმძღვანელთან და თანამშრომლებთან.

ელექტრონული ოფისი. MS Office პროგრამები:

** MS Word: Formating Cover page, Header and Footer, Table, Watermark, Table of Content, Mailing
** MS Excel: Formating, Chart , Table +slicer, Pivot table, Conditional formatting

ტრენერი: ლანა ქევხიშვილი

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის ხანგრძლივობა - 1 თვე (15 საათი)
დაწყების თარიღი: 1 მაისი
ჩატარების დღე: ორშაბათი/ხუთშაბათი
ჩატარების დრო 19:00-21:00

ტრენინგის საფასური და გადახდის წესი:

ტრენინგის ღირებულება: 250 ლარი.
საფასურის გადახდა უნდა მოხდეს დაწყებამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე

რეგისტრაციის პირობები: გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777 (173)
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე