ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოპერატორი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 1 მაი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" ვარკეთილის ახალი ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

ოპერატორი - 3 შტატი.

სამუშაო განაკვეთი - სრული; დასვენება ყოველ მე-4 დღეს.

საქმიანობის აღწერა:

** კლიენტ სერვისი - კლიენტთან აქტიური კომუნიკაცია, გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით;
** ამანათების მიღება-გაცემა; საწყობისა და ქოლ ცენტრის განყოფილებებთან აქტიური თანამშრომლობა;
** კლიენტის მიმართ კეთილგანწყობილი საქმიანი ურთიერთობა, პრობლემების მოგვარების გზების ორგანიზება და განვითარება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** ქართული, რუსული და ინგლისური ენების კარგი ცოდნა (წერა, კითხვა, მეტყველება)
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალურობა;
** პუნქტუალურობა;
** მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

პოზიციაზე უპირატესობა მიენიჭებათ გადამზიდავ კომპანიაში ან კლიენტ სერვისში სამუშაო გამოცდილების მქონეთ.

სასურველ ვაკანსიაზე პოზიციის დასაკავებლად, კანდიდატმა წარმატებით უნდა გაიაროს გასაუბრება და გასაუბრებისას შეთანხმებული გამოსაცდელი სამუშაო პერიოდი. დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 1 მაისამდე გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inexgroup.ge სათაურის ველში მიუთითეთ შესაბამისი სათაური: "ოპერატორი".

კომპანია ინექს გრუპი გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე