გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Ecomix
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
შპს "EOMIX" - სამშენებლო მასალების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე სავაჭრო ცენტრში. (მხოლოდ მამრობითი სქესის წარმომადგენლებისათვის).

სამუშაო ადგილი: შპს "ბი ემ სი გორგია" (წერეთლის გამზ. 140)
სამუშაო გრაფიკი: სრული
ასაკი 18-40 წლამდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება აუცილებელია
** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; (სამშენებლო მასალების კუთხით)
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ფიზიკურად მუშაობის უნარი
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** თავდაჯერებულობა და მოტივირებულობა
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა
** პროდუქტის საფუძვლიანად შესწავლის უნარი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოთხოვნების გაგება, პროდუქციის შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება;
** გაყიდვების ხელშეწყობა, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა პროდუქციაზე;
** კონკურენტების ანალიზში მონაწილეობის მიღება, მათი შეთავაზებების, მომსახურების და პროდუქციის შესწავლა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე და პასპორტის ზომის ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: ecomixgeo@gmail.com (გთხოვთ ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე