ბრენდ მენეჯერი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ბრენდ მენეჯერი - ნატახტარი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 3 მაი
შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიციისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია,

აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ბრენდ მენეჯერი.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პროდუქტების შექმნა, დაგეგმარება, წარმოების მონიტორინგი;
** ბრენდინგის პროცესში მონაწილეობა, ყველა სარეკლამო აქტივობებში ბრენდის ;იმიჯის და იდენტურობის დაცვა, უზრუნველყოფა;
** პროდუქტების საფასო სტრატეგიის შემუშავება, სარეკომენდაციო ფასების დადგენა;
** გაყიდვების რეპორტების ანალიზი;
** მარკეტინგის განყოფილებასთან მუდმივი კოორდინირებული, მუშაობა პროდუქტის განვითარებისა და პრომოუშენისათვის;
** ბაზრის კონკურენტული კვლევა პროდუქტების მიხედვით მარკეტინგის განყოფილებასთან კოორდინაციაში;
** საუკეთესო სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი - მარკეტინგის მიმართულებით;
** ტრენინგები ბრენდინგის/ბრენდ მენეჯმენტის კუთხით;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ფლობა (წერითი და ვერბალური კომუნიკაცია სრულყოფილად);
** კომპიუტერული პროგრამები: Excel, Word და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ფლობა;

პროფესიული გამოცდილება: ბრენდ მენეჯერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საკვები პროდუქტების სადისტრიბუციო კომპანიაში.

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკალურობა;
** კრეატიულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დინამიურობა და ინიციატივიანობა;
** მიზანმიმართულობა, გეგმაზომიერება და შედეგზე ორიენტირებულობა;
** გამართული მეტყველების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** მოლაპარაკებების უნარი;
** სტრესულ და სწრაფად ცვლად გარემოში მუშაობის უნარი;
** სტრატეგიული აზროვნების უნარი;

დამატებითი მოთხოვნები: სასურველია მართვის მოწმობისა და ავტომობილის ფლობა.

** სამუშაო ადგილი: სოფ.ნატახტარი
** ანგარიშვალდებულება: ანგარიშვალდებულია მარკეტინგის სამსახურის უფროსის წინაშე.

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: hr@barambo.ge არა უგვიანეს 2017 წლის 3 მაისისა. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე