ავტომანქანების მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ავტომანქანების მრეცხავი
მომწოდებელი: დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 26 აპრ
თანდართული ფაილი: 139146-spd-app.zip
საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილებაში 1 ვაკანტურ თანამდებობაზე.

ავტომანქანების მრეცხავი - 1
თანამდებობრივი სარგო 680 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრული ზოგადი განათლება
** სამხედრო ბილეთი
** ასაკი 21 წლიდან 50 წლამდე;
** სასურველია აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული მახასიათებლები:

** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური პრინციპით მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** სახელმწიფო ენის ცოდნა

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი აპლიკაცია თანდართული სახით (სადაც აუცილებლად მიეთითება ელექტრონული მისამართი და მობილურის ნომერი) 2017 წლის 19 აპრილიდან 26 აპრილამდე უნდა გადმოაგზავნონ დეპარტამენტის შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@spd.ge ან ფიზიკური სახით ჩააბარონ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობის საშვთა ბიუროს (მისამართი: დ.აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ). დაგვიანებით გადმოგზავნილი აპლიკაცია არ მიიღება და არ დაექვემდებარება შერჩევას. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ადგილობრივ დანაყოფს.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით მისამართზე: ქ.თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-11 კ/მ, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა.

გასაუბრებაზე დაიშვებიან მხოლოდ ის კონკურსანტები, რომლებმაც აპლიკაციის მიხედვით გაიარეს შერჩევის ეტაპი და მიიღეს დადებითი შეფასება, რის თაობაზეც მათ ეცნობათ გასაუბრების ჩატარებამდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე