ოფისის მენეჯერი/შოურუმის მიმღები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი/შოურუმის მიმღები
მომწოდებელი: ტოიოტა ცენტრი თეგეტა
გამოქვეყნდა: 20 აპრ / ბოლო ვადა: 15 მაი
"ტოიოტა ცენტრი თეგეტა" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის / შოურუმის მიმღების პოზიციაზე ადმინისტრაციულ დეპარტამენტში.

შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" წარმოადგენს "ტოიოტას" დილერს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, საგარანტიო და გეგმურ ტექნიკურ მომსახურებას, მაღალი ხარისხის ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. შპს "ტოიოტა ცენტრი თეგეტა" არის "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: http://www.toyota-tegeta.ge

მისამართი: თბილისი, ვაკე, უნივერსიტეტის ქ N6
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (09:30-დან 18:30-მდე, შაბათი 09:30-დან 18:00-მდე)

ძირითადი მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი - მომხმარებლების ინფორმირება და გადამისამართება;
** შოურუმში შემოსული მომხმარებლების საჭიროებების დაზუსტება და შესაბამის პირებთან გადამისამართება;
** კლიენტების პირველადი კონსულტირება;
** შოურუმის წესრიგსა და სტანდარტის შესაბამისად შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** შოურუმში არსებული ტექნიკის გამართულობის კონტროლი;
** შემოსული კორესპონდენციის მიღება;
** მომხმარებლების ინფორმირება აქციებისა და მარკეტინგული ღონისძიებების შესახებ;
** სხვადასხვა სახის მონაცემთა ბაზებისა და რეპორტების წარმოება;
** სხვადასხვა ადმინისტრაციულ და კომერციულ პროექტებში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
** MS Office-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy.toyota@tegetamotors.ge არაუგვიანეს 2017 წლის 15 მაისისა. წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე