პრისელერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი.

ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. 2017 წელს იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

თბილისის ფილიალში ცხადდება ვაკანსია პრისელერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკების წარმოება;
** სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის გაფორმება;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი;
** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი;
** პროდუქციის მახასიათებლების ცოდნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მართვის მოწმობა;
** საკუთარი ავტომობილის ქონა.

აუცილებელია ქონებრივი უზრუნველყოფა (მუშაობის პერიოდში ჩადებული ქონება, გარანტიის სახით). თანამშრომელი მუშაობის პერიოდში ღებულობს უნიკალურ გამოცდილებას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: vacancy@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე