ჰიპერმარკეტის კონსულტანტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ჰიპერმარკეტის კონსულტანტი - ბათუმი
მომწოდებელი: გორგია
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 19 მაი
კომპანია "გორგია" დაარსდა 1998 წელს და დღეს ამიერკავკასიაში ყველაზე მსხვილი სამშენებლო სარემონტო მასალების სავაჭრო კომპანიაა. კომპანიის ძირითად საქმიანობის სფეროს სამშენებლო და სარემონტო მასალების საქართველოში იმპორტირება და საცალო-საბითუმო ვაჭრობა წარმოადგენს. გორგიას მიერ იმპორტირებული საქონლის რეალიზება ხდება საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უკრაინასა და ყაზახეთში. გორგია ბაზარზე წარმოდგენილია ორი შვილობილი ბრენდით: ჰიპერმარკეტი გორგია და გორგია პრემიუმი. ჰიპერმარკეტების ქსელი გორგია წარმოდგენილია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

2017 წელს იგეგმება ახალი ფილიალების გახსნა.

ბათუმის ფილიალში ცხადდება ვაკანსია ჰიპერმარკეტის კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოთხოვნების გაგება, პროდუქციის შეთავაზება, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;
** დარბაზში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება;
** გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა;
** გაყიდვების ხელშეწყობა, პროდუქციის განთავსება თვალსაჩინო ადგილას, მომხმარებლის ყურადღების მიპყრობა პროდუქციაზე;
** სტაჟიორებისთვის მენტორობის გაწევა;
** კონკურენტების ანალიზში მონაწილეობის მიღება, მათი შეთავაზებების, მომსახურების და პროდუქციის შესწავლა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მონაცემები შემდეგ მისამართზე: d.karegishvili@gorgia.ge და გთხოვთ, სათაურში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე