სხვადასხვა
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სხვადასხვა
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 3 მაი
კომპანია აცხადებს ვაკანსიებს:

1. სუსტი დენების მემონტაჟე

სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
სტაჟირების შემდეგ: მინიმუმ 1 წელი;
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება სტაჟირების პერიოდში: 200 - 300 ლარი (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
დანარჩენ პერიოდში: 500 ლარი.

სამსახურებრივი მოვალეობები:

** კომპიუტერული ქსელის ტრასის მომზადება (კედლის , იატაკის , ჭერის გაბურღვა);
** საკაბელო არხის გაყვანა;
** ქსელის კაბელის გაყვანა;
** ქსელის როზეტების მონტაჟი;
** სერვერული კარადის გამართვა (კარადის მონტაჟი, ელ.როზეტის მონტაჟი, პაჩ-პანელის აწყობა და ა.შ)
** პერიფერიული მოწყობილობების ინსტალაცია და გამართვა (Wi-Fi, IP კამერები, IP ტელეფონი და ა.შ)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** სასურველია ტექნიკურ სფეროში განათლება;
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის სწორად განკარგვის უნარი
** დამატებითი ინფორმაცია:
** კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება;

2. სუსტი დენების ტექნიკური მხარდაჭერის მთავარი სპეციალისტი

მოვალეობები: სუსტი დენების მონტაჟი, ინსტალაცია გამართვა, კერძოდ:

** სხვადასხვა ობიექტებზე კომპიუტერული ქსელის აგება როგორც პასიური ნაწილი ასევე აქტიური;
** დაცვითი სისტემების მოწყობა,( სათვალთვალო კამერები, სახანძრო სასიგნალო და სხვა მსგავსი მოწყობილობები);
** დაშვების სისტემების მოწყობა, ( ტურნიკეტები, ბარათების წამკითხველები, სხვადასხვა დროის აღმრიცხველები და ა,შ).
** სუსტ დენებთან თანმდევი ელექტროობის მონტაჟი, (ძაბვების განაწილება, დამიწების და ელ როზეტების მოწყობა და ა.შ.);
** ზემოთ ჩამოთვლილი სამუშაოების შესასრულებლად უნდა შეეძლოს და განახორციელოს
** პასიური ნაწილის ტრასირება : კედლის , იატაკის , ჭერის გაბურღვა, საკაბელო არხის და კაბელების გაყვანა როგორც შიდა ასე გარე სივრცეში, როზეტების, აუტლეტების მონტაჟი, საკომუნიკაციო კვანძების აწყობა ინსტალაცია (სასერვერო და საკომუნიკაციო რეკი, ჩამწერი მოწყობილობების გამართვა DVR, NVR, სახანძრო სისტემების მართვის პანელის კონფიგურაცია გამართა ). სასურველია ოპტიკური კაბელების ინსტალაცია მონტაჟის (შედუღება, გადაბმა და ა,შ.) ცოდნა;
** ზემოთ აღნიშნული სისტემებისთვის საჭირო აქტიური აპარატურის გარჩევა კონფიგურაციის უნარი. მაგალითად: სვიჩებისა და როუტერების, ჩამწერი მოწყობილობების, საკონტროლო პანელების, დროის აღმრიცხველების გარჩევა, ინსტალაცია, ოპტიმიზაცია და პარამეტრების კონფიგურაცია;
** ელ. ტექნიკის მოწყობილობების ტესტირება, დიაგნოსტიკა, დაზიანებული დეტალების/მოწყობილობების გამოვლენა;
** დეტალური ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოებზე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2- წლიანი გამოცდილება;
** ოპერაციული სისტემების MS Windows საფუძვლიანი ცოდნა;
** კომპიუტერული ნაწილების (Hardware) საფუძვლიანი ცოდნა;
** ქსელის საბაზისო პროტოკოლების და ტექნოლოგიების ცოდნა;
** კომპიუტერულ ტექნიკასთან და ოპერაციულ სისტემებთან მუშაობისას დამხმარე პროგრამების (მაგ: Commander-ების, Backup and Restore პროგრამების და ა.შ) გამოყენების საფუძვლიანი ცოდნა;
** პერიფერიული მოწყობილობების გამოყენება, მათ შორის უსადენო.

დამატებითი მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** არამწეველი;

სამუშაო დრო და ფორმატი: სრული.
სამუშაო ადგილები: თბილისში და მთელი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში, პროექტების მიხედვით.
უპირატესობა მიენიჭება რეკომენდაციების მქონე აპლიკანტს.

ყოველთვიური სარგო: პირველი ორი თვე ე.წ. გამოსაცდელი პერიოდი 400 ლარი, გამოსაცდელი პერიოდის დადებითად წარმართვის შემდეგ 800 ლარი, ზრდის პერსპექტივით მომავალში.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სამუშაო საათები შეიძლება გაგრძელდეს ღამის საათებშიც იმ შემთხვევაში თუ ობიექტი მდებარეობს თბილისის გარეთ, რათა დროულად მოხდეს სამუშაოების დასრულება.

კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:

** აპლიკაციების მიღება/გადარჩევა;
** გასაუბრება;

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაგზავნონ რეზიუმე და რეკომენდაციები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: acc.smco@client.jobs.ge 2017 წლის 3 მაისის ჩათვლით.

თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე