საბაჟო კოდების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბაჟო კოდების სპეციალისტი
მომწოდებელი: ქონსთრაქთ ჯი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
ინოვაციური სტარტაპ კომპანია შპს "ქონსთრაქთ ჯი" 2016 წელს დაარსდა შპს "ვისეილის", ააიპ "ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის" და შპს "მოდულატორის" მიერ. კომპანიის მიზანია სამშენებლო სექტორისთვის ვაჭრობის და საბაზრო ფასების კვლევის მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარება.

ამ მიზნის მისაღწევად "ქონსთრაქთ ჯი" (http://www.construct.ge) მომხმარებელს სთავაზობს ვებ-პლატფორმას სამშენებლო პროდუქციის ყიდვა/გაყიდვის და საბაზრო ფასების კვლევის ელექტრონული სისტემებით.

შპს "ქონსთრაქთ ჯი" აცხადებს საბაჟო კოდების სპეციალისტის ვაკანსიას ქ. თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** პროდუქციის იმპორტ/ექსპორტისას მისანიჭებელი საბაჟო/სასაქონლო კოდიფიცირების და კლასიფიცირების პრინციპების ცოდნა;
** საბაჟო დეპარტამენტში, საქსტატში ან სხვა უწყებაში შესაბამისი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** ვებ-საიტის ელექტრონულ კატალოგში არსებული პროდუქციის ფოტოებით, აღწერილობებით და სხვა კრიტერიუმების მიხედვით იდენტიფიცირება, კლასიფიცირება და 11 ნიშნა კოდების სრულყოფილად და სწორად მინიჭება;
** ვებ-საიტის ელექტრონულ კატალოგში ახლად დამატებული პროდუქციის ფოტოებით, აღწერილობებით და სხვა კრიტერიუმებით იდენტიფიცირება, კლასიფიცირება და 11 ნიშნა კოდების სრულყოფილად და სწორად მინიჭება.

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის შესაძლებლობა
** ორგანიზებულობა
** სწრაფად მუშაობის უნარ-ჩვევები

სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით

თუ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@construct.ge და სათაურის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა: 18 მაისი, 2017 წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე