ინჟინერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინჟინერი - ბათუმი
მომწოდებელი: მერსი ქორი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 24 აპრ
კავკასიის ალიანსების პროგრამა აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე, რომელსაც გამოცდილება აქვს დაპროექტების, დიზაინის, მშენებლობისა და ხარჯთაღრიცხვის საკითხებში.

დამსაქმებელი: მერსი ქორი, კავკასიის ალიანსების პროგრამა, დასავლეთ საქართველო
ადგილმდებარეობა: ბათუმი, დასავლეთ საქართველო

მოვალეობები:

** პროგრამის კლიენტებისთვის არქიტექტურული ნახაზის შექმნა (დასავლეთ საქართველოს მასშტაბით);
** მშენებლობის საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის გაკეთება;
** მშენებლობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება;
** კლიენტის ხელშეწყობა მშენებლობის ნებართვის აღებაში;
** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება;
** სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესრულების და დასრულებული სამშენებლო ობიექტების მიღების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება დამკვეთის სახელით;
** შეთანხმებულად იმოქმედოს მცირე კავკასიის ალიანსების პროგრამის თანამშრომლებთან;
** სხვა ვალდებულებები საჭიროებიდან გამომდინარე.

მოთხოვნები:

** საქართველოს მოქალაქე;
** აჭარის რეგიონში მცხოვრები;
** გამოცდილება მშენებლობის, ინჟინერიის, არქიტექტურის სფეროში;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
** კომუნიკაბელურობა;
** მუშაობდეს თავისუფალი სამუშაო გრაფიკით;

შერჩევის კრიტერიუმები:

** კვალიფიკაცია
** მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** შესაბამის ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობის/მუშაობის გამოცდილება
** თავისუფალი სამუშაო გრაფიკი
** დღიური ანაზღაურების ტარიფი სხვადასხვა სამუშაოებისათვის.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (ფოტოთი) შემდეგ ელ. ფოსტაზე adminaj@alcp.ge არა უგვიანეს 2017 წლის 24 აპრილის 18:00 საათისა. რეზიუმეში მიუთითეთ მინიმუმ 2 რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

საკონტაქტო ნომერი: 599 72 00 08

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე