ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა - საბანკო საქმე
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინტენსიური საგანმანათლებლო პროგრამა - საბანკო საქმე
მომწოდებელი: შესაბამისობის განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 1 მაი
"შესაბამისობის განვითარების ცენტრი" (CDC) იწყებს უპრეცენდენტო საგანმანათლებლო პროგრამას: "საბანკო საქმე".

თემის აქტუალობა და კურსის მიზანი:

** პროგრამის მიზანია, თითოეულ მსმენელს შეასწავლოს საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული რთული და კომპლექსური საკითხები, გააცნოს მათ ბანკის მუშაობის პრინციპი და საფინანსო სფეროს მნიშვნელობა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.
** კურსი ორიენტირებულია, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებაზე, შესაბამისად, კურსის ფარგლებში, ყოველი თემის ბოლოს, გათვალისწინებულია "Case study", ხოლო დასასრულს, კურსის მსმენელების მიერ ჯგუფური პრეზენტაციების წარმოდგენა. სერტიფიცირება მოხდება ჯგუფური პრეზენტაციების შედეგების გათვალისწინებით.
** კურსს გაუძღვება 10 პროფესიონალი, პრაქტიკოსი ტრენერისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც აქვს შესაბამისი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, სწავლების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად.
** კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რომელიც უკვე დასაქმებულია საფინანსო სექტორში და სურს ცოდნის გაღრმავება, ან/და გეგმავს ამ მიმართულებით საკუთარი თავის რეალიზებას.

კურსის ფარგლებში განხილულ იქნება შემდეგი საკითხები:

** საბანკო საქმიანობის ისტორია და თანამედროვეობა; საერთაშორისო გამოცდილება
** კომერციული ბანკის ფუნქცია; კომერციული ბანკის საქმიანობა
** საქართველოს საბანკო-საკრედიტო სისტემა
** ცენტრალური ბანკი, საბანკო რეგულირება და ზედამხედველობა
** საბანკო მენეჯმენტი - ორგანიზაციული და მართველობითი სტრუქტურა
** საბანკო ანგარიშები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის
** შესაბამისობა (Compliance), ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა (AML)
** უნაღდო ანგარიშსწორება
** საკასო საქმიანობა
** სავალუტო ოპერაციები
** საბანკო დეპოზიტები საბანკო კრედიტები
** სადაზღვევო პროდუქტების გამოყენება საბანკო საქმიანობაში
** დაკრედიტების პროცესი
** ბანკის კლიენტების ფინანსური ანალიზი, კომერციული ბანკის ფინანსური უწყისები
** რისკ მენეჯმენტი
** ტექნოლოგიური პროდუქტები და მომსახურება
** საგადახდო მომსახურება
** საბანკო სამართალი
** შიდა აუდიტი
** კაპიტალის ბაზრები
** კლიენტების მომსახურების ხარისხი
** კლიენტების ლოიალობა, მარკეტინგი, გაყიდვები

კურსის და ტრენერების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიყევით ბმულს: http://compliance.ge/uploads/sabanko%20PPT.pdf

კურსზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. შერჩევა მოხდება კონკურსის პირობებში, შემოსული აპლიკაციების მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში აპლიკანტებთან შესაძლოა ჩაინიშნოს გასაუბრებები.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 მაისი, 18:00 საათი!
კურსზე დასწრების საფასური: 885 ლარი
კურსის ხანგრძლივობა: 10 მაისი - 17 ივლისი; (75 საათი, ინტენსიური კურსი)
ლოკაცია: თბილისი, ო.ჩხეიძის 5, "კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი" (CTC)
ლექციების ინტენსივობა: კვირაში 3-ჯერ, ორშაბათი-ოთხშაბათი-პარასკევი; 19:00 - 21:30 სთ.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: http://compliance.ge/?pg=calendar&cid=53

ვებ-გვერდი: http://www.compliance.ge
ლ-ფოსტა: info@compliance.ge
ტელ: 555 09 11 00
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე