გაყიდვების კონსულტანტი - ახალციხე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - ახალციხე
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 18 აპრ / განახლდა: 19 აპრ / ბოლო ვადა: 15 მაი
ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ახალციხეში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
** პროდუქციის სასაწყობო ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში სტაჟიორ-კონსულტანტის სწავლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ეკონომიური განხრით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში სასურველია;
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება დამატებით უპირატესობად ჩაითვლება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ინიციატიურობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge 2017 წლის 15 მაისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე