სავაჭრო წარმომადგენელი, მძღოლი-ექსპედიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი, მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: Global Distribution Georgia
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
"Global Distribution Georgia" 2015 წლიდან აწარმოებს ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია "Global Distribution Georgia" აცხადებს ვაკანსიებს:

1. სავაჭრო წარმომადგენელი (პრისელერი).

პოზიციის მიმოხილვა, როლი და დანიშნულება:

სავაჭრო წარმომადგენელი (პრისელერი) უზრუნველყოფს გაყიდვების არხში პროდუქციის რეალიზაციის გაფართოებას და კლიენტებისათვის გამართული მომსახურების გაწევას.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის რეალიზაციის გაზრდის მიზნით, ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების აწყობა;
** ახალი კლიენტის სავაჭრო ობიექტის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/წარდგინება, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;
** კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება და აღნიშნული ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოთხოვნის ფურცლის შევსება;
** მოთხოვნის ფურცელში წარმოდგენილი ინფორმაციის გაცნობა უშუალო ხელმძღვანელისა და კომპანიის მენეჯმენტისთვის, პირობების შეთანხმების მიზნით;
** ხელშეკრულებისთვის გაფორმების კოორდინაცია;
** ახალი კლიენტის პროგრამაში დასარეგისტრირებლად ინფორმაციის (იურიდიული დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი) ფინანსების მართვისა და ლოჯისტიკის დეპარტამენტი უფროსისთვის მიწოდება;
** კლიენტებთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნილი პროდუქციის მარაგის მოძიება და მიწოდების უზრუნველყოფის კოორდინაცია;
** კლიენტებისგან მიღებული შეკვეთის ფორმირება, ინვოისების გამოწერა და პროგრამა SAP - ში ასახვა; კლიენტების დებიტორული დავალიანებების ყოველდღიური კონტროლი და დავალიანების გადახდის კოორდინაცია;
** ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ნაღდი ფულით სალარო ოპერაციის შესრულება, სალაროს ქვითრის ამობეჭდვა;
** კლიენტებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების წარმოება, შესაბამისი სალარო ოპერაციის შესრულება და სალაროს ქვითრის ამობეჭდვა;
** მერჩენდაიზინგის სტანდარტის დანერგვის უზრუნველყოფა - სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის თაროზე განლაგების და წარმოჩინების მუდმივი მონიტორინგი;
** კლიენტების ლიმიტების, კონსიგნაციებისა და გადახდების კონტროლი და აღნიშნული ინფორმაციაზე ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
** არსებული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება;
** კლიენტებისთვის კომპანიის სარეკლამო მასალებისა და ბრენდირებული პროდუქციის მიწოდება, უსასყიდლო გადაცემის ზედნადების საფუძველზე;
** საჭიროების შემთხვევაში მიწოდების აგენტების დახმარება პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე მიტანაში;
** ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შესწავლა - შეფასება და მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადება დეფიციტური პროდუქტების, მოთხოვნადი პროდუქტების, კონკურენტი კომპანიების სარეალიზაციო პროდუქტების შესახებ;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პროდუქციის გაყიდვის უნარი;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
** ორგანიზებულობა;
** ეფექტური დაგეგმვა;
** დროის ეფექტური მართვა.

სხვა მოთხოვნები:

** ასაკი: 25 წლიდან 40 წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** სავალდებულოა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
** გარანტია.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი.

2. მძღოლ-ექსპედიტორი (მიმწოდებელი).

მძღოლ-ექსპედიტორი (მიმწოდებელი) ძირითადი მოვალეობები:

** წესრიგში იქონიოს ობიეტქებზე შესატანი პროდუქციის საბუთები;
** სრულყოფილად და ზედმიწევნით შეასრულოს ყოველდღიური მარშრუტი;
** ობიექტებიდან თანხის ამოღებისთანავე იმავე დღეს ჩარიცხოს თანხა დამსაქმებლის ანგარიშზე და დაუყონებლივ, იმავე დღეს წარადგინოს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი დამსაქმებლის ადმინისტრაციაში;
** ყოველი დღის ბოლოს მანქანა გამართულ მდგომარეობაში ჩააბაროს დამსაქმებელს. პასუხისმგებელია მანქანის ტექნიკურ და ვიზუალურ მდგომარეობაზე;
** პასუხისმგებელია მისთვის ჩაბარებულ პროდუქციაზე, რომლის ოდენობა და სახეობა მითითებულია საწყობის ფურცელზე (საწყობის ფურცლის ერთი ეგზემპლარი რჩება საწყობში, ხოლო მეორე რჩება დასაქმებულთან); ვალდებულია პროდუქცია მიიტანოს დანიშნულების ადგილზე მთელი, დაუზიანებელი;
** ხელმძღვანელის მიერ ინფორმაციის მოთხოვნისთანავე წარუდგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
** ყოველი სამუშაო დღის ბოლოს ხელმძღვანელს წარუდგინოს ანგარიში მის მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
** ვალდებულია ყოველი დღის გეგმის მიხედვით შევიდეს ყველა სავაჭრო წერტილში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაცია;
** შედეგებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტური მართვა;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი.

სხვა მოთხოვნები:

** ასაკი: 20 წლიდან 40 წლამდე;
** სქესი: მამრობითი;
** სავალდებულოა მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი;
** გარანტია.

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@tsereteliwine.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე