ტენდერი საზაფხულო ბანაკებით მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი საზაფხულო ბანაკებით მომსახურებაზე
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 26 აპრ
თანდართული ფაილი: 139086-wv-tender.zip
World Vision International-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს საზაფხულო ბანაკებით მომსახურებაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** "საზაფხულო ტრენინგ-ბანაკის" მოწყობა 13-18 წლის 120 ახალგაზრდისათვის (გაყოფილი ორ ნაკადად), კვებით, დაბინავებით და ტრანსპორტირებით.
** მონაწილეთა საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული, დაცული, სუფთა სველი წერტილებით, ხელმისაწვდომი იყოს სუფთა სასმელი წყალი, მუდმივი დენის წყარო;
** თითოეული მონაწილე უზრუნველყოფილი იყოს 3-ჯერადი სრულფასოვანი კვებით, მაღალკალორიული საკვებით (მენიუ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან)
** საბანაკე ტერიტორია უნდა მოიცავდეს საცხოვრებელ კოტეჯს, სასადილო სივრცეს, სატრენინგო სივრცეს, მინიმუმ 5 სველ წერტილს და საპირფარეშოს, ადგილს სპორტული და ღია ცის ქვეშ აქტივობებისთვის.
** პრეტენდენტმა ბანაკი უნდა უზრუნველყოს სათანადო რაოდენობის შესაბამისი სამზარეულო ინვენტარით;
** ბანაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი უფასო სამედიცინო მომსახურებით და სამედიცინო მეთვალყურეობით ყოველდღიურად;
** მომსახურების გაწევის ვადა: ბანაკის უზრუნველყოფა 2017 წლის 18 ივნისიდან 1-ლი ივლისის ჩათვლით;
** პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სადემონსტრაციო მასალა (საბანაკე ტერიტორიის ფოტომასალა: კარვები, მედპუნქტი, სველი წერტილები, სამზარეულო, საკვები პუნქტი და სანიტარული კვანძი)
** საბანაკე ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა. უახლოესი სამედიცინო დაწესებულება უნდა მდებარეობდეს საბანაკე ტერიტორიიდან მაქსიმუმ 25 წუთის სავალ მანძილზე;
** ბანაკის მიმდინარეობისას პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ბანაკის გასართობი პროგრამის განხორციელება;
** ბანაკის მიმდინარეობისას კონტრაქტორმა უნდა განახორციელოს 5 დღიანი საგანმანათლებლო პროგრამა პირველი ჯგუფისათვის და 5 დღიანი საგანმანათლებლო პროგრამა მეორე ჯგუფისათვის. თითოეული ბანაკისათვის ჯგუფის განთავსების დღეების რაოდენობაა - 6 (საბანაკე ტერიტორიაზე ჩასვლის დღე, 5 სრული დღე საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად. 1-ლი ჯგუფი საბანაკე ტერიტორიას დატოვებს მე-7 დღეს, დილით; იმავე დღეს ბანაკში ჩამოვა მე-2 ჯგუფი. შესაბამისად, საბანაკე ტერიტორიაზე განთავსების დღეების ჯამური რაოდენობა შეადგენს 13 სრულ დღეს, 18 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით). საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები, პირველ ნაკადზე არის სასკოლო კლუბების წევრებში სამოქალაქო მონაწილეობის პოპულარიზაცია და მათი აღჭურვა აქტიური მოქალაქისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით; მეორე ნაკადზე - კლუბების წევრთა აღჭურვა ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ზოგადი ცოდნითა და უნარებით და სასკოლო ახალგაზრდული კლუბების მართვისათვის საჭირო ცოდნითა და უნარებით. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი 5 დღიანი პროგრამა ორივე ბანაკისათვის ცალცალკე.
** პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ტრენერთა და ლიდერთა სია და თან დაურთონ მათი CV; მათ შორის უნდა იყოს ერთი პიროვნება ვინც პასუხისმგებელი იქნება მედ პუნქტის ფუნქციონირებაზე.
** პრეტენდენტმა ბანაკი უნდა უზრუნველყოს პროგრამის შინაარსობრივი ნაწილის განხორციელებისათვის აუცილებელი ყველა საჭირო საკანცელარიო მასალით;
** მომწოდებელმა არ უნდა დაუშვას ბანაკის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ცივი იარაღი ან ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი;
** ბანაკის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას უცხო პირების შეღწევა;
** პრეტენდენტმა შემსყიდველს უნდა მოაწოდოს იმ კონკრეტული პიროვნების СV, ვინც უზრუნველყოფს ბანაკის ტერიტორიაზე უსაფრთხოების წესების დაცვას და კრიზისულ ან საფრთხისშემცველ ვითარებაში უხელმძღვანელებს ბენეფიციარების ევაკუაციას ან საფრთხის წერტილიდან გარიდებას.

ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია:

გიორგი კეკელიძე
World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
აღმაშენებლის 61, თბილისი
ტელ: 215 75 15

წარმოსადგენი დოკუმენტები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** ბიუჯეტი (დეტალური, ხარჯვითი კატეგორიების მიხედვით, თანდართული ფორმის შესაბამისად);
** ბანაკის გასართობი პროგრამის აღწერა;
** ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამის აღწერა;
** კომპანიის წინასწარი კვალიფიკაციის ფორმა დადგენილი ფორმის მიხედვით (დანართის მიხედვით);
** კომპანიის გამოცდილების აღწერა/საკვანძო პერსონალის CV;
** კომპანიის რეგისტრაციის ფორმა;
** ცნობა, რომ კომპანიას არ აქვს დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ;
** ცნობა, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეოგრანიზაციის/ლიკვიდაციის პროცესი;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი;
** სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (გთხოვთ მიუთითოთ კომპანიის სახელი და თანამდებობა).

განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტებში.

დალუქული კონვერტები უნდა წარმოადგინოთ World Vision International-ის საქართველოში ფილიალი ოფისში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის 61, თბილისი, საქართველო.

დალუქული კონვერტების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 26 აპრილი, 2017 წელი, 15:00. გთხოვთ კონვერტის გარეთა მხარეზე დააწეროთ ტენდერის დასახელება: "ტენდერი - საზაფხულო ბანაკი 2017".
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე