მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი
მომწოდებელი: სუფთა სამყარო
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
დასუფთავების კომპანია "სუფთა სამყარო" მომხმარებელს 11 წელია ემსახურება. კომპანია პროფესიონალურ სფეროში დასუფთავების მრავალფეროვანი მომსახურებებით გამოირჩევა და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ერთჯერად, ისე მუდმივ სერვისს არა მხოლოდ დასუფთავების, არამედ ტექნიკური მომსახურების სფეროშიც.

ვაკანსია: მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

ძირითადი მოვალეობები:

** აწარმოოს მოლაპარაკებები კომპანიის არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან;
** განსაზღვროს მომსახურების მიწოდების მიზნები და საერთო პრიორიტეტები;
** შექმნას და დანერგოს მომსახურების ხარისხის კონტროლის სისტემა;
** ჩამოაყალიბოს, დანერგოს და წარმართოს მომსახურების დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული პოლიტიკა და სტანდარტები, სუფთა სამყაროს საერთო სტრატეგიის შესაბამისად;
** დაგეგმოს და აკონტროლოს მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებული საქმიანობები და ხელმძღვანელობას წარუდგინოს ანგარიში ამგვარი საქმიანობის შესახებ;
** მონაწილეობა მიიღოს კომპანიის წლიური დაგეგმვის პროცესში და წარმოადგინოს მომსახურების დეპარტამენტის წლიური გეგმა და შესაბამისი ბიუჯეტი;
** აქტიურად ეძებოს ახალი შესაძლებლობები, მეთოდები, ტექნოლოგიები და ტენდენციები დასუფთავების სფეროში და კომპანიის ხელმძღვანელობას და კლიენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ამგვარი სიახლეების შესახებ;
** წინასწარ განსაზღვროს მომსახურების მასშტაბები და შესაძლო პრობლემები და შეუსაბამოს ორგანიზაციის არსებულ შესაძლებლობებსა და რესურსებს; ასევე განსაზღვროს პოტენციური ხარვეზები და დაბრკოლებები და გამოძებნოს მათი გამოსწორების გზები და საშუალებები;
** ზედამხედველობა გაუწიოს ბიზნეს შესაძლებლობების მართვისა და დაგეგმვის პროცედურებს;
** განახორციელოს ნებისმიერი სხვა მოქმედება, რომელიც მიზანშეწონილი და ხელსაყრელი იქნება კომპანიის განვითარებისათვის.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების დარგში;
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** პუნქტუალური
** უკონფლიქტო
** ორგანიზებული
** პასუხისმგებლიანი
** დეტალებზე ორიენტირებული
** ორგანიზების უნარი
** სტრატეგიული დაგეგმვის უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე