კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 15 მაი
კომპანია "ნიკორა,"1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა და 19 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე კვების მრეწველობის მიმართულებით უცვლელი ლიდერია. ჰოლდინგი ცამეტი შვილობილი კომპანიისგან შედგება, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობენ; როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო და მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით, საკალმახე მეურნეობა, მწყრის ფერმა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში.

კომპანია "ნიკორა" მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანიაა, რომლის პრიორიტეტებია: მომხმარებლისათვის გაწეული მაღალი ხარისხის მომსახურება, მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი. "ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 4000-მდე თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikora.ge

სააქციო საზოგადოება "ნიკორა"-ს შვილობილი კომპანია "ნიკორა ტრეიდი", რომელიც ფლობს სავაჭრო ობიექტების მრავალრიცხოვან ქსელს საქართველოს მასშტაბით აცხადებს ვაკანსიას არა საკვები პროდუქტების (Non-Food) კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებული მომწოდებლების პროდუქტის პორტფოლიოს სიახლეებზე ინფორმაციის მუდმივი განახლება;
** კატეგორიის ფარგლებში ასორტიმენტის ანალიზის საფუძველზე ახალი მომწოდებლის, ბრენდის მოძიება, მოლაპარაკების წარმოება;
** კატეგორიაში არსებული პროდუქციის შესყიდვის, გაყიდვისა და მარაგის ანალიზი;
** გაყიდვის პროცესის სტიმულაციის მიზნით, სტრატეგიის შემუშავება;
** კონკურენტების ასორტიმენტის შესწავლა და ანალიზი;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის დარგში
** აღნიშნულ სფეროში 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუცილებელია
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა აუცილებელია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კრეატიულობა
** კონტროლისა და ანალიზის უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2017 წლის 15 მაისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: eka.shengelia@nikora.ge და გთხოვთ, ვაკანტური პოზიციის დასახელება მიუთითოთ მეილის დასახელებაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე