ინჟინერ-ტექნოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინჟინერ-ტექნოლოგი
მომწოდებელი: ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
ორგანიზაცია აცხადებს სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკას ტექნოლოგიის სამსახურში ინჟინერ ტექნოლოგის პოზიციაზე.

კატეგორია: ინჟინერია;
ანაზღაურება: სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკის პერიოდი ანაზღაურების გარეშე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკის გრაფიკი შეთანხმებით;

მანქანათმშენებლობის დარგის წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს სერიულად და ძირითადად ორიენტირებულია საექსპორტო ბაზრებზე, აცხადებს ვაკანსიაზე სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლას, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით ტექნოლოგიის სამსახურში ინჟინერ ტექნოლოგის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** ახალი სახის ნაკეთობების შემოტანისას დირექტიული ტექნოლოგიური მასალების და დირექტიული ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება და დანერგვა წარმოებაში;
** წარმოებაში ახალი სახის ნაკეთობების შემოტანისას, საკონსტრუქტორო დოკუმენტაციის
** ტექნოლოგიური დამუშავება;
** ღონისძიების შემუშავებისას შრომატევადობის შემცირების, პროდუქციის ხარისხის ამაღლებისა და წარმოების ტექნოლოგიური დონის ამაღლების პროცესის ხელმძღვანელობა;
** ნაკეთობის წარმოებაში ჩაშვებისა და მიმდინარე წარმოების ტექნოლოგიური მომზადების
** ხელმძღვანელობა;
** სამუშაო ადგილზე აღჭურვილობის ათვისებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
** ახალი ნაკეთობის კონსტრუქციების პროექტების განხილვა შესწავლა და დამუშავება;
** ტექნოლოგიურობაზე და წარმოებაში მისი დამზადების შესაძლებლობაზე დასკვნის მიცემა;
** კვანძებისა და აგრეგატების ურთიერთ შეცვლადობაზე სქემების შემუშავება;
** ნაკეთობის აწყობისათვის საჭირო ეტალონების, კალიბრების, ოსტატფილებისა და სხვა სახის აღჭურვილობაზე ჩამონათვალის შედგენა;
** ეტალონების, კალიბრების, ოსტატფილების დამზადებისათვის ტექნიკური პირობების შემუშავება;
** ტექნოლოგიური მითითებებისა და ინსტრუქციების შემუშავება;
** ტიპიური ტექნოლოგიური პროცესების, საწარმოო ინსტრუქციების შემუშავება ახალი
** ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში;
** ტექნოლოგიური ინსტრუქციების, ტექნოლოგიური მითითებების, აწყობის სქემების და სხვა ტექნოლოგიურ დოკუმენტაციის შემუშავება, მასში ტექნოლოგიური პროცესების კორექტირებასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანა;
** ტექნიკური დავალებების შემუშავება ტექნოლოგიით გათვალისწინებული სპეცაღჭურვილობის, ინსტრუმენტების და სამარჯვეების დაპროექტებაზე;
** წუნის გამომწვევი მიზეზების გაანალიზება და მონაწილეობის მიღება წუნის პრევენციისა და აღმოფხვრის ღონისძიების შემუშავებაში;
** პროდუქციის გამოცდისა და ტექნიკური კონტროლის მეთოდების შემუშავება;

მოთხოვნები:

** პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიების ცოდნა შესაბამისი
** პროფილით/მიმართულებით;
** კომპიუტერის ძირითადი საოფისე პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: vacansyvacansy@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა "ტექნოლოგიის სამსახურში ინჟინერ ტექნოლოგის პოზიციაზე", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე