სტაჟირება/საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიტიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სტაჟირება/საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ორგანიზაცია
გამოქვეყნდა: 18 აპრ / ბოლო ვადა: 18 მაი
ორგანიზაცია აცხადებს სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკას საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კატეგორია: ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT);
ანაზღაურება: სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკის პერიოდი ანაზღაურების გარეშე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.
სამუშაოს ტიპი: სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკის გრაფიკი შეთანხმებით;

მანქანათმშენებლობის დარგის წამყვანი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებს მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს სერიულად და ძირითადად ორიენტირებულია საექსპორტო ბაზრებზე, აცხადებს ვაკანსიაზე სტაჟირების/სასწავლო პრაქტიკის გავლას, შემდგომში დასაქმების პერსპექტივით საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

ფუნქციები:

** პროგრამული უზრუნველყოფის პროექტირება, ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
** პროგრამისტებისთვის ტექნიკური დავალების მომზადება, მოდულის (ფუნქციონალის) ტესტირება, დანერგვა, მომხმარებელთა დატრეინინგება.
** ბიზნეს პროცესების ანალიზი და პროექტების მართვა;
** პროგრამული უზრუნველყოფის შექმნისათვის ამოცანების ანალიზი და განსაზღვრა;
** სისტემების სპეციფიკაციებისა და არქიტექტურის შემუშავება;
** ახალი პროგრამული უზრუნველყოფის მოდულებისა და სისტემების შემუშავება (ანალიტიკა ტექნიკური დავალების მომზადება);
** არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განახლება(არსებული მოდულების მოდერნიზება დახვეწა, ფუნქციონალური ცვლილებებისთვის ტექნიკური დავალების მომზადება);
** ხელმძღვანელი პირების სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

** არსებული და ახალი ბიზნეს-პროცესების ანალიტიკური მხარდაჭერა;
** ტექნიკური დავალების შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;
** პროგრამული უზრუნველყოფის სისტემებში ტექნიკური პრობლემების, ხარვეზებისა და ნაკლოვანებების აღმოჩენა, ანალიზი და კორექტირება;
** დეტალური ტესტირების გეგმის შემუშავება და ტესტირების პროცესის მხარდაჭერა პროგრამული სისტემის განვითარების მიზნით (ცვლილებებისა და დამატებების იდენტიფიცირება);
** შემუშავებული საინფორმაციო სისტემების ბიზნეს მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრა;
** პრეზენტაციებისა და ტრენინგების კურსის მომზადება და ჩატარება;
** მომხმარებელთა სახელმძღვანელოების დიზაინი, შემუშავება, წარდგენა;
** სხვა მოვალეობებისა და დავალებების შესრულება სამსახურის/დეპარტამენტის ხელმძღვანელის მითითებით.

უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური, პრობლემების გადაწყვეტისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარები;
** შემოქმედებითი აზროვნება და სირთულეების დაძლევის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების ათვისების უნარი;
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და მომხმარებლებთან ურთიერთობის უნარი;
** პუნქტუალობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** მშვიდი, გაწონასწორებული ხასიათი;
** მზაობა ზეგანაკვეთური სამუშაოების შესრულებისთვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: vacansyvacansy@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ - სტაჟირება/სასწავლო პრაქტიკა საინფორმაციო ტექნოლოგიების ანალიტიკოსის პოზიციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.

საკონტაქტო ტელეფონი: 0322 71 01 96
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე